ფრიდრიხ დიურენმატი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი შვეიცარიელი პროზაიკოსი,ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატი,დრამატურგი და ადვოკატი – ფრიდრიხ დიურენმანტი (1921-1990 წლები),ერთ-ერთ თავის მოგონებებში აღწერდა მეტად საინტერესო შემთხვევას.კერძოდ,ერთ დღეს,მის საადვოკატო კანტორაში მივიდა ახალგაზრდა ქალბატონი,რომელმაც თავად აღნიშნა რომ – “მსუბუქი ყოფაქცევის” ქალი იყო.მისი ადვოკატთან მისვლის მიზეზი კი გახლდათ ის პრობლემა,რომ,როდესაც ღამის საათებში ქუჩაში კლიენტების საძებნელად გადიოდა,სამართალდამცველები უმალვე მასთან ჩნდებოდნენ,რის შემდეგაც ურჩევდნენ პროსტიტუციისაგან თავი შეეკავებინა და მოითხოვდნენ სახლში დაბრუნებულიყო (როგორც ცნობილია,პროსტიტუციას შვეიცარიის კანონმდებლობა კრძალავს).იგი წუხდა,რომ ამ მიზეზით იგი ფაქტიურად შიმშილის ზღვრამდე იყო მისული.სწორედ ამიტომ მოითხოვდა იგი ფრიდრიხისაგან,გამოეძებნა ისეთი გზა და საშუალება,რომლითაც შესძლებდა თავი აერიდებინა სამართალდამცველების დევნისათვის.ქალის ნაამბობმა ფრიდრიხი ფრიად დააფიქრა,თუმცა იმ წუთას მას ქალისათვის პასუხი მზად არ ჰქონდა,რის გამოც იგი მეორე დღისათვის დაიბარა.დიურენმანტმა,მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ გადაიკითხა შვეიცარიის კანონმდებლობა,რის შემდეგაც საკმაოდ ორიგინალურ დასკნამდე მივიდა… საადვოკატო კანტორაში მისულ ქალბატონს,ფრიდრიხი კმაყოფილი გამომეტყველებით დახვდა და აუწყა,რომ მისი პრობლემა სრულიად დაექვემდებარებოდა გადაწყვეტას,თუკი ის ღამის საათებში სახლიდან ქუჩაში (არც მეტი და არც ნაკლები) – ძაღლთან ერთად გავიდოდა.ქალი დაინტერესდა,თუ როგორ იყო შესაძლებელი ძაღლს იგი პოლიციისაგან დაეცვა,რაზეც ფრიდრიხმა მიუგო,რომ შვეიცარიის კანონმდებლობით,ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ენიჭებოდა უფლება ღამით ორჯერ გაესეირნებინა ქუჩაში თავისი ოთხფეხა მეგობარი და თუკი პოლიციელები ჰკითხავდნენ რატომ იყო ღამით ქუჩაში გამოსული,მას შესანიშნავი ალიბი ექნებოდა მათთვის ეთქვა – ძაღლს ვასერნებ! ქალმა,ყოველივე მართლაც ისე განახორციელა,როგორც დიურენმანტმა ურჩია და ადვოკატის ძალიან მადლობელიც დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)