“მარადიული ცეცხლი”-ს დაარსების ისტორიიდან…

“მარადიული ცეცხლი” – გახლავთ მუდმივად ანთებული კოცონი,რომელიც სიმბოლიზირდება რაიმე მოვლენისა თუ ვინმეს მარადიულ ხსოვნასთან და იგი როგორც წესი,ძირითადად მოქცეულია მემორიალური კომპლექსის ფარგლებში.ტრადიცია მარადიული ცეცხლისა,ჯერ კიდევ ანტიკური ხანის რომში იღებს სათავეს და იგი დაკავშირებული გახლდათ ცეცხლის,ოჯახის კერიისა და თემის მფარველი ძველრომაული ქალღმერთის – “ვესტას” კულტთან.ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,რომში ყოველი წლის 1 მარტს დიდი ქურუმი რომის მთავარ ფორუმში განთავსებულ ქალღმერთის ტაძარში ანთებდა წმინდა ცეცხლს,რომელიც ერთი დღისა და ღამის განმავლობაში ენთო.აღნიშნული ცეცხლის შენარჩუნება კი დავალებული ჰქონდათ რომაელ ქურუმებს.მას შემდეგ ათასწლეულებმა გაიარა და “მარადიული ცეცხლის” სტრუქტურა ერთობ იქნა დახვეწილი.პირველი თანამედროვე სახის “მარადიული ცეცხლი” დამონტაჟებულ იქნა 1921 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და იგი მიძღვნილ იქნა “უცნობი ჯარიკასიცადმი” და ზოგადად პირველ ომში დაღუპულებისადმი მარადიული ხსოვნის აღსანიშნავად.თუმცა,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ იმ მემორიალურ კომპლექსში,რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ 1919 წელს ააგო “უცნობი ჯარისკაცის” მარადიული ხსოვნისათვისადმი მისაგებად,თავდაპირველად არ არსებობდა “მარადიული ცეცხლის” სტრუქტურა.მემორიალის აგებიდან ორი წლის შემდეგ,ანუ 1923 წელს ფრანგმა მოქანდაკემ – გრეგუარ კალვემ ხელისუფლებას შესთავაზა,რომ მემორიალზე დაემონტაჟებინათ აირით მომარაგებადი სპეციალური ჩირაღდნის სტრუქტურა.საინტერესოა ის გარემოება,რომ გრეგუარის შეთავაზების ძირითად მოტივს წარმოადგენდა მუდმივად ანთებული ცეცხლისაგან მემორიალის განათება ღამის განმავლობაში.შესაბამისად,თავდაპირველად მას არ გააჩნდა ის დანიშნულება და დატვირთვა,რაც დღეისათვის აქვს.ფრანგი არქიტექტორის გონივრული შეთავაზება ხელისუფლებამ დაუყონებლივ მიიღო.პარიზის მემორიალურ კომპლექსში განთავსებული “მარადიული ცეცხლი”-ს პრაქტიკა მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც იქნა დანერგილი.ყველაზე მეტი “მარადიული ცეცხლი”-ს სხვადასხვა ფორმის მქონე სტრუქტურა მემორიალურ კომპლექსებში დამონტაჟებული გახლდათ ყოფილ საბჭოთა კავშირში,სადაც იგი პირველად 1955 წლის 9 მაისს გამოჩნდა ტულის ოლქში.ასეთი მემორიალური კომპლექსები კი,როგორც წესი ძირითადად მიძღვნილი იყო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებისადმი მარადიული ხსოვნის აღსანიშნავად.პირველი “მარადიული ცეცხლის” მქონე მემორიალური კომპლექსი,რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს მიეძღვნა,აგებულ იქნა 1946 წლის 8 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე – მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის მოედანზე. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>