ანრი მატისი – “ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მხატვარი,მოქანდაკე და ფოვიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – ანრი მატისი (1869-1954 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ღრმა დეპრესიითა და უძილობით იტანჯებოდა.ძილში ბორგავდა და ხშირად ყოფილა შემთხვევა,როდესაც საწოლიდან ღრიალით წამოჭრილა კიდეც.ასეთმა ფიზიკურმა და სულიერმა მღელვარებამ ანრი მატისს ერთ დღეს იმის ძალიან დიდი შიში შთაუნერგა,რომ – დაბრმავდების საფრთხე ემუქრებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ექიმები არწმუნებდნენ სიბრმავე არ გემუქრებაო,მან მათი რჩევა ყურად მაინც არ იღო და სასწრაფოდ დაიწყო ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნების შესწავლა.ალბათ იკითხავთ,თუ რა აკავშირებს ერთმანეთთან სიბრმავესა და ვიოლინოს დაკვრის შესწავლას,თუმცა ამას მატისისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მისი აზრით,დაბრმავების შემთხვევაში აუცილებლად აღმოჩნდებოდა ფინანსური პრობლემების წინაშე.შესაბამისად,იმისათვის,რომ არსებობისათვის საჭირო თანხა გამოემუშავებინა ანრი მატისმა გადაწყვიტა ვიოლინოზე დაკვრა შეესწავლა მხოლოდ იმისათვის,რათა ქუჩაში დაეკრა და ხალხისაგან შემოწირული თანხებით გაეტანა თავი. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. საბედნიეროდ,ანრი მატისის წინასწარმეტყველება არ აღმოჩნდა სიმართლე და იგი ისე გარდაიცვალა 1954 წლის 3 ნოემბერს,რომ არასოდეს დაბრმავებულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>