ჟან-პოლ სარტრი – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ფრანგ მწერალს,დრამატურგს,ფილოსოფოსსა და ათეისტური ეგზისტენციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს - ჟან-პოლ სარტრს (1905-1980 წლები), 1964 წელს მიანიჭეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და პრესტიჟული ჯილდო – “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.მიუხედავად ამისა,სარტრმა ნებაყოფლობით განაცხადა უარი როგორც პერიის მიღებაზე,ასევე იმ თანხის აღებაზეც,რომელიც მას აღნიშნული პრემიის მინიჭების გამო უნდა მიეღო.სარტრმა თავისი უცნაური გადაწყვეტილება იმით ახსნა,რომ არ სურდა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა თავისი,როგორც მწერლის დამოუკიდებლობა.მოგვიანებით,ჟან-პოლმა დაწერა ესე,სახელწოდებით – “რატომ ვთქვი უარი პრემიაზე”,სადაც აღნიშნა,რომ არც ერთმა მწერალმა არ უნდა დაუშვას გარდასახოს საკუთარი თავი რაიმე ინსტიტუტად,იმ შემთხვევაშიც კი,თუ მას ერთობ საპატიო ფორმა გააჩნია.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ “ნობელის პრემიაზე” უარის თქმის შემდეგ,ჟან-პოლ სარტრმა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც უგანა იმ მოტივით,რომ ლიტერატურის სამყარო ქმედითი გარდასახვით მიღებული შედეგის გამოისობით – სურაგატად გადაიქცა. (ავტორი გენია.ჯი)