სერგეი ესენინი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი პოეტი-იმაჟინისტი – სერგეი ესენინი (1895-1925 წლები),თავისი ექსცენტრიული ხასიათითა და სკანდალური გამოხტომებით ცნობილი პიროვნება იყო.მის სახელთან რამდენიმე მეტად გახმაურებული სკანდალი ასოცირდება,რომელთაგან ერთ-ერთს აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ.დადასტურებული ფაქტია,რომ უკვე სახელოვანი პოეტისათვის – ესენინისათვის,მრავალი პოეტი ცდილობდა პირადად გაეცნო თავისი შემოქმედება.მათ შორის გახლდათ,თავისი გონიერებითა და დახვეწილი კულტურით გამორჩეული მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი ნიკოლოზ შვარცი.იგი უკანასკნელი თორმეტი წლის მანძილზე წერდა პოემას,სახელწოდებით – “სახარება იუდასაგან”.მას დიდი იმედი ჰქონდა,რომ აღნიშნული ნაწარმოები დიდ წარმატებას მოუტანდა და გადაწყვიტა,სანამ გამოაქვეყნებდა,იმ პოეტი-იმაჟინისტებისათვის წაეკითხა იგი,რომელთა შორისაც სერგეი ესენინიც იმყოფებოდა.მას შემდეგ,რაც შვარცმა თავისი ქმნილება წაიკითხა,მასთან ესენინი მივიდა,მხარზე ხელი დაადო და ყველას გასაგონად უთხრა:
” – იცით,თქვენი ნაწარმოები სრული – ს ი ს უ ლ ე ლ ე ა! ძალიან კარგი გონების ადამიანი ბრძანდებით,თუმცა მინდა იცოდეთ,რომ იესოს წინაშე მაინც ძალიან პატარა არსებად,შეიძლება ითქვა სტუდენტადაც კი გამოიყურებით”, და იქვე შეახსენა,წმინდა მოციქულისა და მახარებელის – მათეს სახარებაში მოყვანილი ერთ-ერთი ქადაგება.გარდა ამისა,ესენინმა ძალიან ცინიკურად მოიხსენია და უმძაფრესად გააკრიტიკა არა მარტო ნაწარმოების შინაარსი,არამედ თვით შვარცის პოეტური შესაძლებლობებიც კი.სერგეი ესენინის ასეთმა დამცინავმა გამოსვლამ,ფაქიზი სულის მქონე პრივატ-დოცენტზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა რომ,როდესაც იგი სახლში დაბრუნდა,იმავე ღამით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.თუმცა ფაქტია,რომ ესენინისათვის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს შვარცის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის ბრალი არ წაუყენებია. (ავტორი გენია.ჯი)