იოანე პავლე II – “ეპიზოდი”
რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი და რიგით 264-ე რომის პაპი – იოანე პავლე II (1920-2005 წლები),პირველი რომის პაპი იყო ისტორიაში,რომელმაც 2000 წლის მარტის თვეში,კათოლიკური ეკლესიის მიერ ორი ათასი წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების გამო მთელი სამყაროს წინაშე მოიხადა ბოდიში და შენდობა ითხოვა.ყოველივე ეს განხორციელდა ვატიკანში მდებარე გრანდიოზულ “წმინდა პეტრეს ტაძარში”.მან არა მარტო მოინანია კათოლიკური ეკლესიის მიერ ჩადენილი უმძიმესი ცოდვები (ინკვიზიცია და სხვა),არამედ აღაიარა მთელი ამ ხნის განმავლობაში არსებული სხვადასხვა დრამატული შედეგების მომტანი კონფლიქტების არსებობაც.იოანე პავლე II-მ სწორედ იმ დღეს წარმოთქვა ის სიტყვა,რომელმაც მის ისედაც უდიდეს ავტორიტეტს,კიდევ უფრო დიდი შარავანდედი შესძინა:
“ქრისტიანები,რომლებიც მოვალენი არიან მთელი ცხოვრების განმავლობაში განმსჭვალული იყვნენ ნათელი სიყვარულით მოყვასის მიმართ,წარსულში არა ერთხელ დაურღვევია ეს სახარებისეული აღთქმა და ანდერძი.ისინი,თავიანთი რწმენის სიდიადეს იმ უსასტიკესი ძალადობრივი მეთოდებით ახორციელებდნენ,რომელიც ქრისტეს სწავლებებთან ყოვლად შეუთავსებელი იყო.მე,როგორც წმინდა მოციქულის – პეტრეს მემკვიდრე,დღეს კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად,მუხლმოდრეკილი ვითხოვ შენდობას წარსულში ჩადენილი იმ საშინელი ცოდვების გამო,რომლებიც თავისმა შვილებმა ჩაიდინეს.ჩვენ ვპატიობთ და შევუნდობთ ყველას და პატიებას და შენდობას ვითხოვთ ყველასაგან”. (ავტორი გენია.ჯი)