ილია რეპინი – “ეპიზოდი”

ხარკოვის ოლქში მედაბრე ქალაქ ჩუგუევში (უკრაინა) დაბადებული გამოჩენილი რუსი მხატვარი და პორტრეტული გამოსახულების შექმნის დიდოსტატი - ილია რეპინი (1844-1930 წლები),სპეციალისტების მიერ – “მისტიკურ მხატვრად” იქნა შერაცხული.ასეთი უცნაური სახელი კი,მას თავისივე შექმნილ ტილოებთან დაკავშირებული დღემდე აუხსნელი და უცნაური მოვლენების გამო ეწოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მხატვრის მიერ,თავისი პორტრეტებისათვის გამოყენებული მენატურეები,პორტრეტის დახატვის შემდეგ მალევე იღუპებოდნენ.მათ შორის უმეტესობა არა – ბუნებრივი,არამედ მკვლელობებისა თუ სხვა უბედური შემთხვევების შედეგად.ასეთ “მსხვრეპლთ”,სხვადასხვა პერიოდებში წარმოადგენდნენ – მუსორგსკი,პიროგოვი,პისემსკი,მსახიობი – მერსი დ’არჟანტო და სხვები.იგივე ბედი ეწია ცნობილ რუს პოეტსა და დიპლომატს – თედორე ტიუტჩევს,რომელიც სწორედ იმ დროს გარდაიცვალა,როდესაც მის პორტრეტზე ილია რეპინმა დაიწყო მუშაობა.საინტერესოა ისიც,რომ მხატვრის ერთ-ერთ ცნობილ ტილოზე – “ბურლაკები ვოლგაზე” გამოსახული სრულიად ჯანმრთელი ადამიანები,სწორედ მას შემდეგ გარდაიცვალნენ უახლოეს პერიოდებში,რაც რეპინმა აღნიშნულ ტილოზე დაასრულა მუშაობა. 1903 წელს ილიამ დახატა სურათი,სახელწოდებით – “სახელმწიფო საბჭოს ცერემონიალური სხდომა”.რაც ნიშანდობლია ამ ფაქტში,არის ის,რომ ტილოზე ასახული მაღალჩინოსნების უმეტესობა,რუსეთში განვითარებულ პირველი რევოლუციის დროს განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ.გარდა ამისა,რეპინის ფუნჯს ეკუთვნის რუსეთის იმპერიის პრემიერ-მინისტრის – პეტრე სტოლიპინის პორტრეტიც,რომელიც კიევში იქნა მოკლული 1911 წელს (აღნიშნულ პორტრეტზე მუშაობა მხატვარმა 1910 წელს დაასრულა).მისტიკოსების მოსაზრებით,ილია რეპინს მარჯვენა ხელის პრობლემა მას შემდეგ შეექმნა,რაც მან 1870-1873 წლებში შექმნა თავისი ყველაზე სახელგანთქმული ტილო – “ივანე მრისხანე და მისი ძე” ივანე”,რომელიც იმთავითვე იქნა აღიარებული,როგორც –  ”დაწყევლილი სურათი”.მას შემდეგ კი,რაც რეპინს მარჯვენა ხელით ხატვვის უნარი წაერთვა,სპეციალისტების მიერ სახელდებულმა მისტიკურმა მხატვარმა მარცხენა ხელით შეისწავლა ხატვა და შემდგომი სურათებიც იმავე ხელით შექმნა. (ავტორი გენია.ჯი)

“ბურლაკები ნევაზე”

“ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე”

 ”სახელმწიფო საბჭოს ცერემონიალური სხდომა”

“პეტრე სტოლიპინი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>