რას აცხადებდა – ბედა პატივცემული “რომის” შესახებ?!
“ინგლისის ისტორიის მამად” წოდებული პირველი ინგლისელი ისტორიკოსი და ნორთუმბრიის წმინდა პეტრეს ტაძრის ბენედიქტელი ბერი – ბედა პატივცემული (672-735 წლები),რომელიც ავტორია 731 წელს ლათინურ ენაზე დაწერილი საყოველთაოდ ცნობილი და ისტორიული მნიშვნელობის ნაშრომისა – “ინგლისელი ერის (ანგლების) საეკლესიო ისტორია”,უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა “მარადიული ქალაქის” – რომის არსებობას.ერთ-ერთი გამოსვლისას აღნიშნული საკითხის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა:
” – სანამ კოლიზეუმი ფეხზე დგას – მანამ რომიც ფეხზე იდგება.როდესაც დაეცემა კოლიზეუმი – დაეცემა რომიც.ხოლო როდესაც რომი დაეცემა – დაეცემა მთელი მსოფლიოც”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1899 წელს უშუალოდ რომის პაპის ლეო XIII-ის მიერ – ბედა პატივცემული,კათოლიკე წმინდანად იქნა შერაცხული,თუმცა იგი წმინდანად შერაცხული იქნა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერაც.