პაულ იოზეფ გებელსის შესახებ…
ფაშისტური გერმანიის მესამე რაიხის პროპაგანდისა და სახალხო განათლების მინისტრის – პაულ იოზეფ გობელსის მეუღლე – იოანა მარია მაგდალენა გებელსი (ნამდვილი გვარი – ბერენდი),ძალიან კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ,რომ მისი ქმარი სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა და ძალიან ბევრი საყვარელიც ჰყავდა.იოზეფ გებელსი,თავის მიერ ნაწარმოებ დღიურში 1912 წელს წერდა: “ჩემში ეროსმა გაიღვიძა!” მას შემდეგ,ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი გარემოცვის წევრი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულებების თანაავტორის დღიურში ვხვდებით,იმ ქალების სახელებს,რომლებთანაც ოდესმე სასიყვარულო ურთიერთობა დაუჭერია – ლენა,შარლოტა,ქსენია,იულია,ერიკა,ლიზელი,აგნესა,ანა…
ერთი პერიოდის მანძილზე,იოზეფ გებელსმა სიყვარულით თავბრუ დაახვია ახალგაზრდა ებრაული წარმომავლობის მქონე პედაგოგს – ელზა იანკს,რომელიც თავის მხრივ ყველანაირად ცდილობდა მათ შორის წარმოშობილი რომანი არ გახმაურებულიყო.ამ ფაქტის გამო,გებელსი დღიურში გაკვირვებული წერდა: “ვერ გამიგია,რატომ მალავს ელზა ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას?!” აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იოზეფმა დიდი ხნის მანძილზე არ იცოდა ელზას დედა თუ ებრაელი იყო და როდესაც ამაში მას ქალი თავად გამოუტყდა,აღნიშნა,რომ ეს მას ნაკლებად აღელვებდა.გერმანელი პროფესორის ლენგჰერნის ცნობის თანახმად,იმ პერიოდში ებრაელი ხალხის მომავალი დაუძინებელი მტერი,ამ დიდებული ერის მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ნაცისტური პარტიის იერარქიის მაღალ პოსტებზე დაიწყო აღმასვლა,ამ მიზანთროპი ადამიანის შეხედულებები კარდინალურად შეიცვალა. 1930 წელს მან ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ მიტინგზე გაიცნო მაგდა კვანდტი,რომელიც უდიდესი საავტომობილო კომპანიის BMW-ეს ერთ-ერთი დამაარსებლის – გიუნტერ კვანდტის ყოფილი ცოლი იყო.ამ პერიოდიდან წყვილის ურთიერთობა ინტენსიური გახდა.გებელსი მაგდას შესახებ დღიურში აღნიშნავდა: “მან აღმაფრთოვანა მე და ის ჩემი დედოფალი გახდა!” 1931 წელს იოზეფი და მაგდალენა დაქორწინდნენ.მიუხედავად ქორწინებისა,გებელსი კვლავაც განაგრძობდა აღვირახსნილი ცხოვრების წესით ცხოვრებას და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა,რაც მან მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.მიუხედავად იმისა,რომ მაგდამ კარგად იცოდა ქმრის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ,იგი მაინც დარწმუნებული იყო იმაში,რომ გებელსი მას არასოდეს მიატოვებდა.მალევე,იოზეფმა 1936 წელს რომანი გააბა 20 წლის ულამაზეს ჩეხ მსახიობ ქალთან – ლიდა ბაროვასთან.თუმცა საინტერესოა,რომ მანამდე ჩეხი მსახიობი ქალს თვალი დაადგა თავად ადოლფ ჰიტლერმა,რომელსაც “გერმანიაში,ქალური სილამაზის უმთავრეს შეფასებელს” უწოდებდნენ,თუმცა მათ შორის რომანი არ გაჩაღებულა.გებელსი ლიდას ხშირად უმეორებდა: “არცერთი ქალი ისე არ მყვარებია,როგორც შენ!” როგორც ცნობილია,ერთ დღეს ლიდასა და გებელს სახლში თავზე წამოადგათ,მსახიობი ქალის ქმარი – გუსტავ ფლორიხი,რომელმაც დიდი სკანდალი მოაწყო.ამის გამო კი,იოზეფმა იგი სასწრაფო წესით ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა. 1938 წელს გებელსმა ლიდას დაურეკა და აცნობა,რომ ის ცოლს ყველაფერში გამოუტყდა და სურდა ორივე ქალს ერთმანეთთან “ცივილიზებული” ურთიერთობა ჰქონოდათ.რიგი ბიოგრაფების ცნობით,მაგდალენამ ამ პერიოდში თავისი თავმოყვარეობა ფეხვქვეშ გათელა და სრულიად დაემორჩილა ქმრის ნება-სურვილს.მან,ლიდას შეხვედრის დროს განუცხადა: “მე მისი შვილების დედა ვარ და დაინტერესებული ვარ მხოლოდ იმით,რომ ოჯახში წესრიგი და კეთილდღეობა სუფევდეს.ამიტომ,სრულიად არ მაინტერესებს რა ხდება ჩემი ოჯახის კედლებს იქით.თქვენ შეგიძლიატ შეხვდეთ ერთმანეთს.თუმცა,ორივემ უნდა მომცეთ სიტყვა,რომ ბავშვს არ გააჩენთ”. – იოზეფ გებელსი ცოლის ამ სიტყვებმა ძალიან კმაყოფილი დატოვა და ორივე ქალი ძვირადღირებული ძვირფასეულობებით დაასაჩუქრა.მიუხედავად ამისა,მაგდალენა,როგორც იქნა შეაწუხა თავმოყვარეობამ და დახმარება ადოლფ ჰიტლერს სთხოვა.როგორც ცნობილია,ჰიტლერი დიდ პატივს სცემდა გებელსების ოჯახს და მიღებულმა ინფორმაციამ იგი ერთობ აღაშფოთა.განრისხებული ფიურერი უმალ ტელეფონს ეცა და იოზეფი თავისთან სასწარფოდ გამოიძახა.მას შემდეგ,რაც იოზეფი ჰიტლერის კაბინეტში შევიდა,მისგან საშინელი რისხვა დაიმსახურა და ებრძანა,რომ ლიდასაგან თავი შორს დაეჭირა.შესაბამისად,მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა.ჰიტლერის კაბინეტიდან გამოსულმა “ცრემლმორეულმა” გებელსმა,საყვარელს დაურეკა და აუწყა,რომ ჰიტლერის ბრძანებით მასთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდა.იმისათვის,რომ გებელსების ოჯახის ამბავი არ გახმაურებულიყო,გერმანიაში დაიწყო მასიური პროპაგანდა იმისა,თუ როგორი ერთგული და მოსიყვარულე იყო ოჯახის მიმართ თავად ამ სამსახურის ხელმძღვანელი.იოზეფმა გადაწყვიტა,რომ ვინმე სლავი ქალისათვის,რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო მასთან დაშორება,”კარიერის” გაფუჭება არ ღირდა და მალევე თავისი თავის რეაბილიტირებაც მოახერხა ჰიტლერთან.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს 1945 წლის 1 მაისს,გებელსების წყვილმა ჯერ თავიანთი შვილები დახოცა,ხოლო შემდგომ თავადვე მოისწრაფეს სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი)
მაგდალენა გებელსი
გებელსების ოჯახი
ლიდა ბაროვა