გუდრუნ ბურვიცი – (ჰაინრიხ ჰიმლერის ნეონაცისტი ქალიშვილი)
გუდრუნ ბურვიცი – დაიბადა 1929 წლის 8 აგვისტოს გერმანიის ქალაქ მიუნხენში.იგი წარმოადგენს “მკვლელი,საწერ მაგიდასთან” წოდებული,ისტორიაში ერთ-ერთი უსასტიკესი მოვლენის “ჰოლოკოსტის” სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი რაიხსფიურერის – ჰაინრიხ ლუიტპოლდ ჰიმლერის უფროს ქალიშვილს.სხვადასხვა ისტორიული წაყროები დღემდე ირწმუნებიან: “რომ არა ჰიმლერი,”ჰოლოკოსტი” არ განხორციელდებოდაო”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პატარა გუდრუნი იმთავითვე იქცა ნაცისტური ბავშვობის სიმბოლოდ.ამას ხელი შეუწყო იმანაც,რომ იგი ყოველთვის დაჰყავდა მიზანთროპ მამას ნაცისტური პარტიის კრებებზე და სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებებზე.ჰიმლერი მას მოფერებით – პუპის ეძახდა,რაც – თოჯინას აღნიშნავს.როგორც ცნობილია,ადოლფ ჰიტლერს სწორედ პატარა გუდრუნი ჩუქნიდა ყველაზე ხშირად ყვავილებს,რაც ფიურერს ერთობ ახარებდა.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,მაშინ,როდესაც მილიონობით ადამიანი (მათ შორის მისი თანატოლები) ამაზრზენი მეთოდებით იჟლიტებოდა მამამისის ბრძანებით,გუდრუნს ყველაზე ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა.ბურვიცის დედა – მარგარეტ ფონ ბოდენი მუდამ წუხდა იმაზე,რომ სახელმწიფო საქმეებით დაკავებული ჰიმლერი ოჯახში მისვლას ვერ ახერხებდა.თუმცა ამას ბავშვის მამასთან ურთიერთობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია,რადგან ჰიმლერს,რომელიც ბერლინში ცხოვრობდა,ქალიშვილი გერმანიის დედაქალქში სამხედრო თვითმფრინავის სპეცრეისების მეშვეობით ხშირად ჩაჰყავდა თავისთან.ამ დროს ჰაინრიხი პატარა გოგონას ძვირადღირებული საჩუქრებითა და ძვირფასეულობებით ასაჩუქრებდა.ერთ-ერთ ასეთ საჩუქარს (ვერცხლის მედალიონი,რომელზეც გამოსახულია ფაშისტური სვასტიგა და ოთხი ცხენის თავი) იგი დღემდე ატარებს.როგორც თავად ამბობს,მისთვის ყველაზე ღირშესანიშნავი დღე “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებული – “დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში” სტუმრობა იყო.ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ჰაინრიხ ჰიმლერი.დაჰაუში სტუმრობის შესახებ თავის დღიურში გუდრუნმა შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “დღეს ჩვენ სს-ის დაქვემდებარებაშო მყოფ დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში ვიმყოფებოდით.იქ ვიხილე მწიფე მსხლებით დახუნძლული ხეები,სურათები,რომლებიც ბანაკის პატიმრების მიერ იყო შექმნილი და ეს ყველაფერი საუცხოოდ გამოიყურებოდა”.პატარა გუდრუნს,რაღა თქმა უნდა არავინ აჩვენებდა იმ საშინელ კრემატორიუმებს,სადაც ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ.გუდრუნ ჰიმლერის უდარდელი ბავშვობა 1945 წელს დასრულდა.ჰაინრიხ ჰიმლერი დაკავებულ იქნა ბრიტანელი სამხედროების მიერ,რის შემდეგაც მან სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.იგი დარწმუნებულია,რომ მამამისს თავი არ მოუკლავს და იგი ბრიტანელებმა მოკლეს,რის გამოც დღემდე სძულს ბრიტანელი ხალხი.ომის დასრულების შემდეგ,ჰიმლერის ქალიშვილი დედასთან ერთად დაიჭირეს და ორი წელიწადი ბრიტანულ ციხეში გამოამწყვდიეს.როდესაც გაანთავისუფლეს,რამდენიმე ხანი საეკლესიო თავშესაფარში იცხოვრა.მოგვიანებით დაქორწინდა გერმანელ მწერალსა და ჟურნალისტზე – ვულფ-დიტერ ბურვიცზე და აიღო კიდეც მისი გვარი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელებებისა,იგი მაინც ამ უსასტიკესი კრიმინალური ორგანიზაციის გულშემატკივარი დარჩა.აქტიური ურთოერთობა დაიწყო ყოფილი ნაცისტების მიერ დაარსებულ სხვადასხვა იატაქვეშა ორგანიზაციებთან. 1951 წელს,მას შემდეგ,რაც დარწმუნდა რომ ნაცისტების დახმარება შეუძლებელი იყო,მუშაობა განაგრძო უწყინარი სახელწოდების მქონე ორგანიზაციაში – “Stille Hifle” (თარგმანით – “ჩუმი დახმარება”).ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე,რომ აღნიშნული ორგანიზაცია თავად გუდრუნის მიერ იქნა დაარსებული.საინტერესოა ისიც,რომ ამ ორგანიზაციაში წამყვან ფუნქციებს ასრულებდა ორი სასულიერო პირი: კათოლიკე ეპისკოპოსი – იოჰანეს ნოიჰოიზლერი და ლუთერანი პასტრორი – თეოფილ ვორმი.ბურვიცისა და იოჰანესის თანამშრომლობა დიდ გაკვირვებას იწვევს,რადგან ეპისკოპოსი თავად გახლდათ “დაჰაუს” საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე და საკუთარი თვალით ხედავდა ფაშისტების მიერ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებებს.ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა,რომ ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი გახლდათ ყოფილი ფაშისტი სამხედრო ტყვეების გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობის მსხვერპლთა და თავად მწამებელთა ერთმანეთთან შერიგება.აქვე ხაზი გაუსვა იმასაც,რომ ბოროტება სიკეთით უნდა იქნას დამარცხებული.”ჩუმი დახმარების” ორგანიზაცია საკმაოდ დახვეწილ და აქტიურ სტრუქტურად იქცა.ისინი ეხმარებოდნენ გერმანელი ნაცისტი პატიმრების ოჯახებს.გარდა ამისა,აჰყავდათ ადვოკატები იმისათვის,რომ დაკავებული ნაცისტების უდანაშაულობა დაემტკიცებინათ.დე-ფაქტო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი – გუდრუნ ბურვიცი გახლდათ.მან თავის გარშემო შემოიკრიბა ნაცისტური იდეებით შეპყრობილი ახალგაზრდები და ამას დღემდე აქტიურად ანხორციელებს.ერთ-ერთი მისი უიშვიათესი ინტერვიუს დროს განაცხადა: “დიახ,მე ვეხმარები ყველას რითიც შემიძლია,თუმცა არ ვაპირებ ამის შესახებ ვილაპარაკო”.ყველაზე ცნობილი დამნაშავეები,რომელსაც გუდრუნის ორგანიზაციამ გაუწია დახმარება,გახლდათ ლიონის გესტაპოს ყოფილი ხელმძღვანელი – კლაუს ბარბე და ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკესი ზედამხედველი – ანტონ მალოტი.მოგვიანებით,ბურვიცმა კიდევ ერთი ნეონაცისტური ორგანიზაცია დააარსა,თუმცა იგი გერმანული კონსტიტუციის თანახმად 1994 წელს გაუქმებულ იქნა.მისი მეზობლები აცხადებენ,რომ ნამდვილად არ არის საამაყო გუდრუნის მეზობლად ცხოვრება,თუმცა სხვა გზა არ აქვთ,რადგან თავად არ აპირებს იქიდან გადაბარგებას.კაცთმოძულეობის სიმბოლოს – ჰაინრიხ ჰიმლერის ნეონაცისტი ქალიშვილი – გუდრუნ ბურვიცი,მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა,კვლავაც აქტიურად ეწევა ნეონაციზმის პროპაგანდას. (ავტორი გენია.ჯი)
გუდრუნ,ჰაინრიხ და მარგარეტ ჰიმლერები
გუდრუნ ბურვიცი და ადოლფ ჰიტლერი
თანამედროვე ნეონაცისტი – გუდრუნ ბურვიცი