მარიუ დე სა-კარნეირუს “უკანასკნელი წერილი”…
გამოჩენილმა პორტუგალიელმა მწერალმა და პოეტმა - მარიუ დე სა-კარნეირუსმა (1890-1916 წლები),ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში დაიწყო ლექსების შეთხზვა.თხუთმეტი წლისამ,პორტუგალიურ ენაზე თარგმნა გენიალური ფრანგი მწერლის ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნაწარმოებები.თექვსმეტი წლის ასაკში კი,თარგმნა დიდი გერმანელი პოეტების – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესა და ფრიდრიხ შილერის შემოქმედება.მოგვიანებით,სა-კარნეირუსმა თანამშრომლობა დაიწყო კოსმოპოლიტური და ევროპული ავანგარდული მიმდინარეობის მქონე ახლად ჩამოყალიბებულ ჟურნალთან – “ორფეოსი”,რომლის სპონსორიც თავად მარიუს მამა გახლდათ.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ,ჟურნალში გამოქვეყნებულმა მისმა პირველივე პუბლიკაციამ დიდი სკანდალი გამოიწვია პორტუგალიურ საზოგადოებაში.პირველი ორი ნომერი ჟირნალისა,მიუხედავად დიდი პრობლემებისა,მაინც იქნა გამოცემული.ხოლო მესამე ნომერი კი,სადაც ისევე როგორც პირველ-მეორე ნომრებში – სა-კარნერიუსის შემოქმედება იყო ასახული,არ გამოქვეყნებულა და საბოლოოდ,საზოგადოებაში გამოწვეულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ,ჟურნალი “ორფეოსი”-ს დახურვა გამოიწვია.პორტუგალიელთათვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ლიტერატურული მოდერნიზმი,რაც მანამდე არასოდეს ახასიათებდა მათ ლიტერატურასა თუ პოეზიას.აღნიშნულმა ფაქტმა უდიდესი გავლენა იქონია მარიუზე და როდესაც იგი პარიზში დაბრუნდა,ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.ამას თან დაერთო ფინანსური პრობლემებიც,რასაც მოჰყვა კიდეც 1916 წლის 26 აპრილს მარიუ დე სა-კარნეირუსის მიერ ჩადენილი სუიციდური აქტი (დიდი დოზით მიიღო ალკოლოიდი – სტრიქნინი).თვითმკვლელობამდე კი მეგობარს ფერნანდს.შემდეგი სახის წერილი გაუგზავნა:
“თუკი არ მოხდა სასწაული,მომავალ ორშაბათს (ან უფრო ადრე),შენი მეგობარი მარიუ დე სა-კარნეირუ მიიღებს ძალინ დიდ დოზას სტრიქინისა და იგი აღიგვება პირისაგან მიწისა”.
P.S. მიუხედავად ზემოაღნიშნულ წერილში მოყვანილი დროისა,მარიუმ ამ საშინელი აქტის ჩადენა ერთი თვით გადადო.თუმცა,მას შემდეგ რაც მის ცხოვრებაში დადებითისაკენ არაფერი შეცვლილა, 25 წლის ასაკში თავი მოიკლა.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ “ორფეოსი”,მისი გარდაცვალების შემდგომ იმ პირველ ჟურნალად იქნა აღიარებული,რომელმაც პორტუგალირ ლიტერატურსა და პოეზიაში მოდერნიზმი შეიტანა და განავრცო.