კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერის შესახებ…
კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერი (1976-1967 წლები) – წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველ ბუნდესკანცლერსა და გერმანიის სახელმწიფო მოღვაწეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ მან ქვეყნის მართვის სადავეები 73 წლის ასაკში (1949 წლის 15 სექტემბერი) აიღო ხელში,რამაც განაპირობა კიდეც ადენაუერის,როგორც “თანამედროვე ისტორიაში” ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მმართველის ტიტულის მინიჭება.მის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოდიოდა საბჭოთა ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი პრესა.როგორც ცნობილია,სულ ადენაუერის ბუნდესკანცლერობის პერიოდში,მსოფლიოს სხვადასხვა პრესაში გამოქვეყნებულ იქნა 20 000-ზე მეტი კონრადის კარიკატურა.ამ ფაქტს იგი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ირონიულად შენინავდა: “მადლობა თქვენ,ასეთი ყურადღებისთვის!”
დასავლეთ გერმანიის პირველ ბუნდესკანცლერს მოღვაწეობა უმძიმეს პერიოდში მოუწია.მისი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ იარებს იშუშებდა.ფაქტიურად,მიწასთან გასწორებული ქვეყნის ფეხზე დაყენება კონრადისათვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო,თუმცა იგი იმედს არ კარგავდა და აღნიშნული საკითხის შესახებ ამბობდა: “მხოლოდ ქრისტეს აღდგომა მაძლევს მომავლის იმედს!” მიუხედავად უმძიმესი მემკვიდრეობისა,სწორედ ადენაურეი გახლდათ ის გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე,რომელმაც თანამედროვე,ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია გერმანია ევროპაში.პროფესიით იურისტმა ადენაუერმა,გერმანია სწორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გზაზე დააყენა.
როგორც თავის მოგონებებში აღნიშნავდა,როდესაც ყავის ფული არ ჰქონდა,იმისათვის რომ სწავლის დროს ღამით არ ჩასძინებოდა,ცივ წყალში ჩააწყობდა ხოლმე ფეხებს და ამ საშუალებით ეუფლებოდა იურისპოდენციას.აქვე აღნიშნავდა იმასაც,რომ ეს საშუალება მას ძალიან დაეხმარა. 1917 წელს კონრადი არჩეულ იქნა კიოლნის ბურგმინისტრად.იმ პერიოდში,ქვეყანაში განხორციელებული რთული პოლიტიკური სიტუაცია,კიოლნს ადენაურის გონიერი გადაწყვეტილელების გამო დიდად არ შეხებია.პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მარცხმა,ხელისუფლების არასტაბილურობა და მოსახლეობის მორალური სულისკვეთების დაცემა გამოიწვია.ასეთ ფონზე კი,კიოლნის სწრაფი და დინამიური განვითარება “ადენაუერის საოცრებად” იქნა მიჩნეული.ამ ფაქტმა განაპირობა ის,რომ 1920-იან წლებში კონრადი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად იქცა.ნაციონალიზმ-სოციალიზმს,რომელიც ფეხს იკიდებდა გერმანიაში,ადენაუერი დროებით მოვლენად მიიჩნევდა.მისი აზრით,ის სასაცილო დოქტრინები და პროგრამები,რომელსაც ფსიქოზით დაავადებული ლიდერი ადოლფ ჰიტლერი აყალიბებდა,გერმანელი ხალხი სერიოზულად არასოდეს მიიღებდა,თუმცა…
მას შემდეგ,რაც ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ,ადოლფ ჰიტლერი კიოლნს ეწვია.ადენაუერმა ბრძანა,რომ ჰიტლერის ვიზიტის დროს კიოლნის ადმინისტრაციულ შენობებზე არ აღმართულიყო ნაცისტური დროშები.გარდა ამისა,უარი განაცხადა პირადად მოეწყო დახვედრა გერმანული ფაშიზმის ფუძემდებელთან – ადოლფ ჰიტლერთან.მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ,ადენაუერი სამსახურის გარეშე დატოვა.იმ რეპრესიებმა,რომელსაც ჰიტლერის რეჟიმმა თავად გერმანიაში მიმართა,კონრადს კიდევ უფრო დიდი სიძულვილით აღავსებდა მათ მიმართ და განაცხადა კიდეც,რომ რაიხსკანცლერს მის პირად მტრად მიიჩნევდა.ფაშისტების ზეობის პერიოდში,მან ნავთსაყუდელი ქალაქ რიონდორფში (თანამედროვე – ბად-ჰონეფი) ჰპოვა,სადაც 12 წლის განმავლობაში იცხოვრა. 1944 წელს ჰიტლერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ,იგი გესტაპომ დააკავა,თუმცა გავლენიანი მეგობრების მიერ შედგენილი ყალბი საბუთებით ტყვეობას თავი დააღწია და მიიმალა.გესტაპომ,რომელიც კონრადს ეძებდა,მისი მეუღლე – ავგუსტა ცინსერი დააკავა.ქალმა დაკითხვებზე განხორციელებულ ძალადობას ვერ გაუძლო და მისი ადგილსამყოფელი გასცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ დროს ადენაუერის სამი ვაჟი ვერმახტის არმიაში იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე.მას შემდეგ,რაც მათ მიიღეს ცნობა მამის დაპატიმრების შესახებ,უმალვე აიღეს შვებულება ოჯახური პირობების გამო და გერმანიაში დაბრუნებულებმა,კონრადი გესტაპოსაგან დაიხსნეს.მას შემდეგ,რაც გერმანიის ფაშისტური რეჟიმი დაეცა,მას კვლავ შესთავაზეს კიოლნის ბურგომისტრის პოსტი.ამ დროისათვის გერმანულ ქალაქში მხოლოდ 300 შენობა-ნაგებობა იყო გადარენილი განადგურებას.მათ შორის უნიკალური კიოლნის საკათედრო ტაძარი.ადენაუერის საოცარმა მონდომებამ კი არა მარტო აღადგინა ქალაქი და ქვეყანა,არამედ ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნადაც აქცია გერმანია მსოფლიოში.
1967 წლის 19 აპრილს 91 წლის ასაკში მყოფი – “გერმანიის ამღორძინებელ პატრიარქად” წოდებული - კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერი გარდაიცვალა.მის დაკრძალვას მსოფლიოს უამრავი სახელმწიფოს პირველი პირი და ელჩი დაესწრო.ერთადერთი ვინც,ამ სამგლოვიარო ცერემონიას არ დასწრებია,რაღა თქმა უნდა საბჭოთა კავშირისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი კომუნისტური ქვეყნების ხელმძღვანელობა იყო.”წითელ იმპერიაში” გამომავალმა პროპაგანდისტულმა გაზეთმა “პრავდა”-მ სულ რამდენიმე სტრიქონით აცნობა მოსახლეობას ადენაუერის გარდაცვალება და იქვე მიუთითა,რომ აწგარდაცვლილი კონრადი გახლდათ – რევანშისტი,მილიტარისტი და ანტიკომუნისტი. (ავტორი გენია.ჯი)