ბლეზ პასკალი – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მატემატიკოსის,ფიზიკოსის,ლიტერატორის და ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ბლეზ პასკალის (1623-1662 წლები) ჯანმრთელობა 1658 წელს ერთობ გაუარესდა.როგორც მისი თანამედროვეები იუწყებოდნენ,იგი მრავალი უსაშინლესი დაავადებით იტანჯებოდა: ტვინის კიბო,ნაწლავების ტუბერკულოზი და რევმატიზმები.ტვინის კიბომ,დიდ ფრანგ მოაზროვნეს ენით აუწერელი ტკივილები დამართა.ბლეზთან სტუმრობის შემდეგ (1660 წელი),დიდი ნიდერლანდელი ფიზიკოსი,მექანიკოსი და მათემატიკოსი – კრისტიან ჰიუიგენსი იუწყებოდა რომ,ავადმყოფობამ სულ რაღაც 37 წლის ასაკში მყოფი პასკალი ერთობ დააბერა.იგი გრძნობდა რომ აღსასრული მალე დადგებოდა,თუმცა სიკვდილის არ ეშინოდა და მის ღვიძლ დასთან – ჟილბერტა პასკალთან საუბრისას აღნიშნავდა,რომ “სიკვდილი ადამიანს ართმევდა სამწუხარო შესაძლებლობასა და უნარს ცოდვის ჩადენისა”.მიუხედავად ავადმყოფობისა,ბლეზ პასკალი ქველმოქმედებას კვლავაც განაგრძობდა და ერთ-ერთი პროექტიც კი განახორციელა ჰერცოგ დე როანთან ერთად (აღნიშნული პროექტი გახლდათ მგზავრებისათვის შედარებით აიფფასიანი და მოსახერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მრავალადგილიანი ეტლების შემოღება,რომელსაც მოგვიანებით – ომნიბუსები უწოდეს). 1961 წელს პასკალს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს,რადგან გარდაეცვალა და – ჟაკლინ პასკალი.ამ საშინელმა მოვლენამ,მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა.მიუხედავად იმისა,რომ პასკალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდა,იგი იმ უახლოეს ადამიანებს,რომლებიც თავზე ადგნენ,შემდეგი სიტყვებით აიმედებდა: “ნუ დამტირით,ავადმყოფობა ქრისტიანების ბუნებრივი მდგომარეობაა,იმიტომ,რომ მისი წყალობით კაცი ისეთი ხდება,როგორიც უნდა იყოს: ჭირთამთმენი,ყოველგვარი სიამისა და გრძნობისმიერი განცხრომისაგან განძარცვული… ცუდმედიდობისა და სიხარბისაგან თავისუფალი,წამითი-წამად სიკვდილის მომლოდინე და მსურველი,განა ასე არ უნდა ატარებდეს ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი მთელი სიცოცხლე? და განა დიდი ბედნიერება არ არის,რომ ადამიანი იძულებით აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში,რომელში ყოფნაც ვალად აძევს? მაშ,რაღა დაგვრჩენია,გარდა იმისა,რომ უდრტვინველად მოვიხაროთ ქედი ბედისწერის წინაშე? ამიტომ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ: “შემავედრეთ ღმერთს,რომ ესოდენი მოწყალების ღირსი მყოს”. გარდაცვალებამდე კი,აგონიაში მყოფი დიდი მეცნიერის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “დაე,ნურასოდეს დამიტევებს ღმერთი!” (ავტორი გენია.ჯი)

1662 წლის 19 აგვისტოს,კაცობრიობის ისტორიაში პირველი გამომთვლელი მანქანის შემქნელი,ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ახალი მეცნიერების დაუნდობელი მტრების წინააღმდეგ მებრძოლი – ბლეზ პასკალი,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გარდაიცვალა,რის შემდეგაც დაკრძალულ იქნა ამავე ქალაქში მდებარე “სენტ-ეტიენ-დიუ-მონის კათოლიკურ ტაძარში”. (ავტორი გენია.ჯი)

ბლეზ პასკალის გარდაცვალების შემდგომ აღებული ნიღაბი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>