ხოსრო I ანუშირვანი – “ეპიზოდი”
სასანიანების დინასტიის წარმომადგენელი შაჰინშაჰი ირანის სამეფო ტახტზე - ხოსრო I ანუშირვანი (501-579 წლები),რომელიც ქვეყანას თითქმის 50 წლის მანძილზე მართავდა,ღრმად იყო დარწმუნებული რომ ქვეყნის ის მოქალაქეები,რომლებიც დაუქორწინებლები (შესაბამისად უშვილოები) იყვნენ ან სამსახურით არ იყვნენ დაკავებულნი,ქვეყნის დაუძლურებას უწყობდნენ ხელს,რის გამოც,გამეფებისთანავე (531 წელი) გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც მკაცრად ისჯებოდა,ის მამაკაცები და მანდილოსნები,რომლებიც ქორწინებაზე განაცხადებდნენ უარს,ან რაიმე სამსახურით არ დაკავდებოდნენ.ირანელთა დემოგრაფიული მდგომარეობით დაინტერესებული – ხოსრო I ანუშირვანი განმარტავდა,რომ აღნიშნული კანონის მიღება ირანის სახელმწიფოს ერთიორად გაძლიერებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაბიჯი გახდებოდა,რადგან,რაც მეტი მოქალაქე იცხოვრებდა და იშრომებდა ქვეყანაში,მით უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა არა მარტო დემოგრაფიული მდგომარეობა,არამედ გაიზრდებოდა სახელმწიფო შემოსავლებიც,რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)