რამდენიმე გონებამახვილური პასუხი…
ერნესტ ფრედერიკ ჰოლინგს – რომელიც წარმოადგენდა ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსს დემოკრატიული პარტიიდან,სენატორსა და სამხრეთ კაროლინის შტატის გუბერნატორს,ერთობ მძაფრ ოპონირებას უწევდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი – ჰენრი მაკმასტორი.ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონირებისას,ერნსტს მაკმასტორმა შესთავაზა ნარკოტიკებზე ტესტის აღება.აღნიშნული წინადადებით გაოცებულმა ჰოლგინსმა კი,ოპონენტს მეტად გონივრული პასუხი გასცა:
- პრობლემა არ არის! მე დიდი სიამოვნებით გავიარ ნარკოტესტს იმ შემთხვევაში,თუკი ჩემთან ერთად თქვენც გაიართ ინტელექტის კოეფიციენტის ტესტს”.
გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს - სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილს,ერთ-ერთი საპარლამენტო სხდომისას ჩაეძინა.ეს არ გამოპარვია ტრიბუნაზე სიტყვით გამომსვლელ პარლამენტარს,რომელმაც ჩერჩილს მიმართა:
- ბატონო უინსტონ! ნუთუ არ შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ძილისაგან მაშინ,როდესაც სიტყვით გამოვდივარ?
თავისი მახვილსიტყვიერებით ცნობილი პრემიერ-მინისტრი ძილბურანიდან გამოერკვა და პარლამენტარს უმალვე შეეპასუხა:
- არ შემიძლია! მე რომ მძინავს,სწორედ თქვენი სიტყვით გამოსვლის დამსახურეებაა. (ავტორი გენია.ჯი)
გენიალურ დანიელ ფიზიკოსთან,ნობელიანტთან ფიზიკის დარგში და თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ ფუძემდებელთან – ნილს ბორთან (1885-1962 წლები),ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალისტი მივიდა.მან სრულიად შემთხვევით შენიშნა,რომ შესასვლელში “ნალი” ეკიდა.ინტერვიუს ბოლოს,ჟურნალისტმა ნილს ბორს ჰკითხა:
- თქვენ ნამდვილად გჯერათ იმის,რომ ცხენის ნალი რაიმე წარმატებას მოგიტანთ?
რაზეც დიდმა ფიზიკოსმა უპასუხა:
- რაღა თქმა უნდა – არა! თუმცა-კი გამიგონია,რომ მას წარმატება მოაქვს არა მარტო იმათთვის,ვისაც ეს სჯერა,არამედ იმათთვისაც ვისაც ამისი სრულებით არ სჯერა.
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ქალი – ილკა ჩეიზი (1900-1978 წელს),არამარტო სამსახიობო კარიერით იყო დაკავებული,არამედ აქტიურად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც (ავტორია რამდენიმე რომანის და ნოველისა).მოგვიანებით გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია.ერთ დღეს,სწორედ აღნიშნული წიგნის შესახებ ჰკითხა ირონიულად ერთ-ერთმა კონკურენტმა მსახიობმა ქალმა:
- ძალიან მომეწონა თქვენი წიგნი! ხომ ვერ მეტყოდით,ვინ დაგიწერათ?
- ძალიან მოხარული ვარ,რომ ჩემი წიგნი მოგეწონათ,თუმცა მინდა გკითხოთ,თქვენ ვინ წაგიკითხათ იგი?
ცნობილ რუს მწერალ-პროზაიკოსთან,დრამატურგთან და სატირიკოსთან - იური ოლეშასთან (1899-1960 წლები),ლიტერატორთა სახლის ბუფეტში ერთ დღეს ნაცნობი ლიტერატორი მივიდა,რა დროსაც მისგან შემდეგი წინადადება მოისმინა:
- ბატონო იური! რატომ დაწერეთ ასე ცოტა ნაწარმოებები? რაც თქვენ დაწერილი გაქვთ,მე შემიძლია ისინი ერთ ღამეში წავიკითხო…
გაოცებული ოლეშა შეკითხვას არ დაუბნევია და უმალვე საკმაოდ გონებამახვილური პასუხი გასცა:
- მე კი,შემიძლია ერთ ღამეში იმდენი ნაწარმოები დავწერო,რაც თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე დაგიწერიათ. (ავტორი გენია.ჯი)