ჯორჯ III-ს ბიოგრაფიიდან…

ჯორჯ III (1738-1820 წლები),იგივე ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი - წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფეს.დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო,რომ იგი მანიაკალური-დეპრესიის სინდრომით იტანჯებოდა,თუმცა 1960-იან წლებში მეცნიერებმა წამოაყენეს თეორია იმის შესახებ,რომ ჯორჯი – “პორფირიით” იყო დაავადებული (პორფირია წარმოადგენს ნაკლებად გავრცელებულ ავადმყოფობას,რომელიც მემკვიდრული ჯგუფის მქონე დაავადებაა და რომლის განვითარების საფუძველიც ჰემის ბიოსინთეზის დარღვევაა,რაც თავის მხრივ ორგანიზმში იწვევს პორფინებისა და მათი წინამორბედების დაგროვებას.აღნიშნული ნივთიერებების სიჭარბე კი,ორგანიზმისათვის ტოქსიკური ზემოქმედების მატარებელია).ასეთი სახის დაავადებისათვის დამახასიათებელია ჰალუცინაციები და ძლიერი ტკივილების შეტევები.ჯორჯის შეშლილი გამოხდომების შესახებ იმდენად ბევრი დოკუმენტური მასალა არსებობს,რომ ზუსტად არ არის დადგენილი რომელია ნამდვილი და რომელი ლეგენდა.თუმცა ფაქტია,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობ გაუარესებული იყო.ზოგიერთ პერიოდში,მას უბრუნდებოდა რაციონალური აზროვნება,რა დროსაც თავად ათვითცნობიერებდა საკუთარ სულიერ სნეულებას.მაგრამ,არსებობდა ისეთი გიჟური შემოტევებიც,როდესაც იგი სრულიად უკონტროლო ხდებოდა. 1788 წელს რამდენიმე ასეთი შეტევის შემდეგ,საკუთარ ვაჟს გამოუტყდა რომ,იგი გრძნობდა თუ რა უმძიმესი დაავადებით იყო შეპყრობილი და უმალ ერჩია მომკვდარიყო,ვიდრე საერთოდ დაეკარგა გონიერი განსჯის უნარი.რამდენიმე ხნის მანძილზე თუკი რაციონალურად აზროვნებდა,გარკვეული პერიოდის მანძილზე კვლავაც საშინელი დაავადების მსხვერპლი ხდებოდა,რა დროსაც აგრესიით გამოირჩეოდა,თუმცა მხოლოდ საკუთარი შვილების მიმართ.იყო შემთხვევები,როდესაც ჯორჯს თავი გარდაცვლილად წარმოედგინა და იგი საკუთარ წინაპრებსა და ანგელოზებს ესაუბრებოდა.

საინტერესო და საყურადღებოა ის ფაქტი,რომ ჯორჯის ავადმყოფობას მისი ქვეყნისათვის ცუდი თითქმის არაფერი მოუტანია.პირიქით,მისი მმართველობისას შეწყდა შვიდწლიანი კოლონიალური ომი,განხორციელდა სამრეწველო რევოლუცია,დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა პირველი ორთქლმავლები და სხვა.გარდა ამისა,ჯორჯის ქორწინება შარლოტა მეკლენბურგ-სტრელიცკაიასთან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თავად მეფისათვის,რაც ესოდენ იშვიათი მოვლენა იყო მონარქებში.მათ თანაცხოვრებაში 15 შვილი შეეძინათ (9 ვაჟი და 6 ქალიშვილი) და ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე მრავალშვილიანი მეფეც გახდა გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში.აღსანიშნავია ისიც,რომ მიუხედავად საშინელი დაავადებისა,იგი თავის ხალხს ძალიან უყვარდა და გულწრფელადაც ლოცულობდნენ ჯორჯის გამოჯანმრთელებისათვის.

1820 წლის 29 იანვარს ლონდონში მდებარე “უინძორების სამეფო სასახლეში” ჯორჯ III გარდაიცვალა.მის მემკვიდრედ კი,სამეფო ტახტზე ავიდა აწ გარდაცვლილი მეფის ვაჟი – ჯორჯ IV,რომელიც ძალიან ეხმარებოდა მამას სახელმწიფოს მართვაში,მისი ფსიქიკური დაავადების პერიოდში. (ავტორი გენია.ჯი)

შარლოტა მეკლენბურგ-სტრელიცკაია

ჯორჯ IV

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>