საინტერესო შემთხვევა…
XVI საუკუნის შუა ნახევარში,მაშინ როდესაც ინკვიზიცია უსასტიკესად უსწორდებოდა ადამიანებს,ნიდერლანდელმა ახალგაზრდა ყმაწვილმა,სახელად – დირკ უილემსმა კათოლიკე სასულიერო პირების რისხვა დაიმსახურა,რადგან იგი “ანაბატისტად” მოინათლა.კათოლიკური ეკლესიისათვის ცნობილი გახდა ისიც,რომ მის სახლში გარდა დირკისა,კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნა მონათლული ანაბაპტისტად,რამაც ინკვიზიტორები წყობილებიდან გამოიყვანა.მათ,დირკის მიერ ჩადენილი საქციელი საშინელ მკრეხელობად და ღვთისგმომად აღიარეს,რის გამოც,როგორც ერეტიკოსი,დაკავებული იქნა.ციხეში,ტუსაღს დიდი ხნით ყოფნა არ მოუწია,რადგან ზამთრის ერთ სუსხიან დღეს,თოკის დახმარებით თავი დააღწია ინკვიზიტორთა საშინელ სამსჯავროს.როდესაც დირკი ციხის გალავნის გაღმა აღმოჩნდა და გაყინული მდინარის გადალახვა დაიწყო,მისი ტანჯვისაგან გალეულ სხეულს ყინულმა გაუძლო,თუმცა ვერ გაუძლო ციხის იმ ზედამხედველის სიმძიმეს,რომელიც გაქცეულ ტუსაღს მისდევდა.დირკის ყურს,ზედამხედველის განწირული ყვირილის ხმა შემოესმა,შედგა და წამის მეათასედში გადაწყვეტილებაც მიიღო… გაქცეული პატიმარი უკან მობრუნდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად,ციხის ზედამხედველის სიცოცხლე დაიხსნა… თუმცა,მოხდა ის,რაც ზოგადად ბოროტ ადამიანებს ახასიათებთ.მან ხელი სტაცა წამებისაგან და შიმშილისაგან დაოსებულ დირკს და იგი მანამ არ გაუშვა ხელიდან,სანამ სხვა ციხის თანამშრომლები არ წამოეშველნენ.გაქცეული პატიმარი კვლავ ციხეში შეაბრუნეს. 1569 წლის 16 მაისს დირკ უილემსი იმ ადამიანის გამოისობით დაწვეს კოცონზე,რომელსაც რამდენიმე ხნის წინ თავისი სულგრძელობითა და კეთილშობილებით – სიცოცხლე აჩუქა… (ავტორი გენია.ჯი)