ასკლეპიოსის კვერხთი – “მედიცინის სიმბოლო”

ასკლეპიოსის კვერთხი – წარმოადგენს ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით სინათლისა და ხელოვნების ღმერთის აპოლონის ვაჟის,მკურნალობის ღვთაების – ასკლეპიოსის კვერთხზე შემოხვეულ საღვთო გველს,რომელიც დღესდღეობით მედიცინის სიმბოლოდ არის მიჩნეული.პირველყოფილ საზოგადოებაში,მაშინ როდესაც ანიმალიზმი და ტოტემიზმი (ადრეგვაროვნული საზოგადოების რელიგია) იყო გამეფებული,ადამიანის უმწეო მდგომარეობა გარესამყაროსთან მიმართებაში მეტად თვალნათელი გახლდათ.სწორედ ამ დროს წარმოადგენდა – გველი ერთ-ერთ უმთავრეს ტოტემიზმურ სიმბოლოსა და კულტს.მას იმთავითვე მინიჭებული ჰქონდა ორი სრულიად ურთიერთსაპირისპირო როლი: სიკეთე და ბოროტება.თუკი ერთის მხრივ იგი განიხილებოდა,როგორც ცბიერებისა და ღალატის სიმბოლოდ,მეორეს მხრივ,მას მიიჩნევნენ როგორც – უკვდავების,სიბრძნისა და გონიერების აღმნიშვნელად.მსოფლიოში არსებულ მრავალ ხალხში,გველი კვლავაც კეთილის საქმის საწყისთან ასოცირდება და განიხილავენ,როგორც ოჯახის კეთილდღეობისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შემოქმედად.სხვა ხალხები,მას მაგიური ძალის მქონე იმ ქვეწარმავლად მიიჩნევს,რომელიც ადამიანს ასწავლის სამკურნალო საშუალებების დამზადების ხელოვნებას.მიუხედავა ამისა,გველი მაინც ყოველთვის ასოცირდებოდა და ასოცირდება დღესაც,რაღაც შეუცნობელ,საიდუმლო თვისებებით სავსე არსებასთან.

ასკლეპიოსის კვერთხის ლეგენდა კი მოგვითხრობს,რომ როდესაც მედიცინის ძველბერძნული ღვთაება – ასკლეპიოსი თავისი კვრეთხით ხელში მიდიოდა კრიტის მეფის მინოსის სასახლის კარზე,რათა მკვდრეთით აღედგინა მისი ვაჟი,გზაზე შემოხვდა გველი,რომელიც მის კვერთხს დაეხვია.ასკლეპიოსმა იგი მოკლა და კვლავ გზის გაგრძელებას აპირებდა,როდესაც თვალი მოჰკრა მეორე გველს,რომელსაც პირში რაღაც ბალახი ჰქონდა ჩდებული,რომლის მეშვეობითაც მან მოკლული გველი გააცოცხლა.ასკეპილაოსი გააოცა ამ ფაქტმა და ის ბალახი მოიძია,რომლის საშუალებითაც გაცოცხლებულ იქნა მოკლული გველი.სწორედ ამ ბალახის საშუალებით ანხორციელებდა შემდგომ გარდაცვლილების გაცოცხლებას მკურნალობის ძველბერძნული ღმერთი.აღნიშნული ლეგენდის შემდეგ,ასკლეპიოსს გამოსახავდნენ გველით შემორტყმული კვერთხის ფონზე,რაც იქცა კიდეც მედიცინის სიმბოლოდ.როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ,აღნიშნული ემბლემა,როგორც ოფიციალური სამედიცინო სიმბოლო,სათავეს ძვ.წ.აღ-ით II ათასი წლის წინათ იღებს უძველეს ბაბილონში,სადაც ესოდენ ფართოდ იყო შემორჩენილი ცხოველთა თაყვანისცემის კულტი.თუმცა,თავდაპირველად,გველს,როგორც სამედიცინო სიმბოლოს ყოველგვარი კვერთხის გარეშე გამოსახავდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ევროპის რიგ ქვეყნებში – ბელგიაში,საფრანგეთში,საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში, XVIII საუკუნისათვის მედიცინის ემბლემად გამოყენებული იყო სარკე,რომელზეც შემოხვეული იყო გველი.იმ პერიოდისათვის,სამედიცინო სამყაროში სარკე ასოცირდებოდა სიფრთხილესა და სისუფთავეს,რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მედიკოსებისათვის.მოგვიანებით,კი მედიცინის უმთავრეს სიმბოლოდ – “ასკლეპიოსის კვერთხი” იქცა. (ავტორი გენია.ჯი)

XVIII საუკუნეში გავრცელებული სარკის გამოსახულებიანი სამედიცინო სიმბოლო

ასკლეპიოსის კვერთხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>