რეიმონდ ალბერტ კროკი – “ეპიზოდი”
რეიმონ ალბერტ კროკი (1902-1984 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ამერიკელ მეწარმეს,რესტორატორსა და მსოფლიოში სახელგანთქმული სწრაფი კვების რესტონების კორპორაციის McDonald’s-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს.რეიმონი,თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტში,მაშინ,როდესაც ძმები – დიკი და მაკ მაკდონალდები გაიცნო,წერდა: “1954 წელს მე 52 წლის ასაკში ვიყავი.ვიტანჯებოდი დიაბეტითა და ართრიტით.ექიმებმა ოპერაციების დროს ამომჭრეს ნაღვლის ბუშტი და ფარისებრი ჯირკვლები.მიუხედავად ამისა,ყოველთვის მწამდა მომავლის”.გარდა ამისა,კროკი სმენადაკარგული და ღარიბი მეწარმე იყო.თუკი მანამდე რაიმე ბიზნესს მოჰკიდა ხელი,ყველა წამოწყება სრული კრახით დაასრულა.მას შემდეგ,რაც გონიერმა კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა უფლება მოქმედებისა,როგორც ექსკლუზიური აგენტისა, 15 000 ამერიკული დოლარი გახდა საჭირო იმისათვის,რომ რესტორნების ქსელის გაფართოებისათვის საჭირო ლიცენზია აეღო.ასეთი თანხა კი,მას არ გააჩნდა,რის გამოც გადაწყვიტა ბანკებისაგან კრედიტი აეღო.თუმცა,რეიმონს ყველა ბანკმა,კრედიტის მიცემაზე უარი განუცხადა.იგი იძულებული გახდა,სახლი ჩაედო გირაოში და არც შემცდარა,რადგან ამ ბრწყინვალე ბიზნეს-საქმიანობით,მომავალი 30 წლის მანძილზე გონიერმა ამერიკელმა მეწამემ – რეიმონ ალბერტ კროკმა – 600 მილიონი ამერიკული დოლარის მოგება გამოიმუშავა. (ავტორი გენია.ჯი)