დეკანოზი თავმას ჩოხელი – “ღიმილის ბიჭები”

ფიცხელ ომშიც მღეროდით,

ცას ჩამაჰყარეთ ნისლები,

მამულს შესწირეთ სიცოცხლე

სისხლს სისხლის წილად მისცემდით.

* * *

მტერმა,ორგულად მოსულმა,

გულს დაგაფინათ იარა,

ძლიერ გეწადათ სიცოცხლე,

სამშობლოს ძლევა კი არა.

* * *

მიწა-წყალს მედგრად იცავდით,

დარჩით ღიმილის ბიჭები,

წახვალთ და მოხვალთ ცრემლადა

სამშობლოს შენაფიცები.

* * *

როდესაც თქვენს ცივ სამარეს,

ხსოვნის გაათბობს მზისანი,

დედის ტირილი გაისმის,

როგორც ყმუილი მგლისანი.

* * *

ადექით,ხელი ხმალს იკარ,

იქნებ შეხორცდა იარა,

იქნება თქვენმა საბედომ,

საფლავთან ჩამოიარა.

* * *

ცისკარს მზე ამოსულიყო,

დილას იმედი ეფინა,

ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას

მშვიდობის ძილით ეძინა.

P.S. (ეძღვნება მამულისათვის თავდადებულ გმირებს)

კომენტარის დატოვება