იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და პირველი მილიარდერი – ჯონ დევისონ როკფელერი,ერთობ მორწმუნე ბაპტისტი გახლდათ და მუდმივადაც სწირავდა ბაპტისტურ ეკელესიას საკმაოდ დიდ თანხებს.აღნიშნული ქმედებების გამო,როკფელერს უახლოესი პარტნიორები – “დიაკვანს” უწოდებდნენ.
2. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში,თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იმ პერიოდისათვის არსებულ ტერიტორიაზე – 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.დღეისათვის კი,ამ უდიდეს კომუნისტურ სახელმწიფოში მილიარდ სამას მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
3. საყოველთაოდ ცნობილი ავსტრიული ბროლის კომპანიის Swarovski-ს დამაარსებელი – დანიელ სვაროვსკი (1862-1959 წლები),პროფესიით ინჟინერი გახლდათ.გარდა ამისა,იგი მრავალმხრივი ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული და ვირტუოზულად ფლობდა ვიოლინოს დაკვრის ხელოვნებას. (ავტორი გენია.ჯი)
4. ერთ-ერთი საუკეთესო რუსი ადვოკატისა და გენიალურ ორატორად ცნობილი – თეოდორე პლევაკოს (1842-1908 წლები) შესახებ,ჟურნალი “სამართალი” 1908 წელს წერდა: “პლევაკო იყო გენიალური სასამართლო ორატორი.ის იურისპოდენციაში ჩვენთვის იყო ის,რაც პუშკინი რუსული პოეზიისათვის”.
5. გენიალურ გერმანელ მათემატიკოს-უნივერსალს – დავიდ ჰილბერტს (1862-1943 წლები),რომელმაც ჩამოაყალიბა “მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა”,ერთადერთი ვაჟი,სახელად – ფრანცი ჰყავდა,თუმცა სამწუხაროდ ისიც სულით ავადმყოფი.ამ ურთულესი ფაქტის გამო,დიდი მათემატიკოსი უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ უწოდა მან თავის ვაჟიშვილს – “ჰილბერტის 24-ე პრობლემა”.
6. ბარსელონას საბავშვო სკოლის აღზრდილი დიდი ესპანელი ფეხბურთელის – სესკ ფაბრეგასის ბარსელონას საფეხბურთო კლუბში დაბრუნებას ინგლისური “არესნალიდან”,ესპანურ პრესაში – “უძღები შვილის დაბრუნება” უწოდეს.
7. ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა – რიჩარდ ჯენიმ,მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად მაცხოვრებლებმა ხელისუფლებისაგან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება მოითხოვეს,შექმნა ლოზუნგი: “20 მილიონი არალეგალი ემიგრანტი – შეუძლებელია ცდებოდეს”.
8. ქართული მარიონეტული თეატრის ფუძემდებელი გახლავთ თეატრისა და კინოს დიდი ქართველი რეჟისორი – რევაზ გაბრიაძე.მან,ქალაქ თბილისში ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით შავთელის ქუჩა N 13-ში პირველი მარიონეტული თეატრი 1981 წელს დააარსა. (ავტორი გენია.ჯი)
9. ამერიკელები დღემდე ამაყობენ იმით,რომ არც ერთი მათი პრეზიდენტი ისტორიაში – მელოტი არ ყოფილა.
10. ძველბერძნულ წყაროებში საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი სოხუმი – დიოსკურიად არის მოხსენიებული.