მარკ შაგალი – “თეთრი ჯვარცმა”
“თეთრი ჯვარცმა” – წარმოადგენს ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი მხატვრის – მარკ შაგალის (1887-1985 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ ტრაგიკული სიუჟეტის მქონე სურათს.ტილოს სიმაღლე 154,4 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 139,7 სანტიმეტრი და იგი მხატვრის მიერ დახატული იქნა 1938 წელს მას შემდეგ,რაც ფაშისტების მიერ გერმანიასა და ნაწილობრივ ავსტრიაში, 1938 წლის 9-10 ნოემბერს ებრაელთა წინააღმდეგ განხორციელდა ეგრეთ წოდებული “ბროლის ღამე” (ასეთი უცნაური სახელოწდება ეწოდა იმიტომ,რომ,იმ დღეებში გერმანულ ქალაქებში მიმოფენილი გახლდათ ებრაელთა განადგურებული მაღაზიების ვიტრინების ნამსხვრევები),რა დროსაც მასობრივად განადგურდა ებრაელთა სინაგოგები და მათ მფლობელობაში არსებული მაღაზიები.მხატვარი,რომელიც თავად იყო ებრაული წარმომავლობის,აღაშფოთა ზემოაღნიშნულმა ბარბაროსულმა და ტრაგიკულმა შემთხვევებმა და სწორედ ამ უსაშინლესი მოვლენით დათრგუნულმა დახატა კიდეც – “თეთრი ჯვარცმა”. (ავტორი გენია.ჯი) სურათი არ გამოხატავს რეალურ ბიბლიურ სიუჟეტს,თუმცა ალეგორიულად ძალიან კარგად გვიჩვენებს აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ მოვლენებს.ცნობილია,რომ შაგალმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე მთელი გალერეა შექმნა სურათებისა,სადაც ასახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ჯვარცმა და შესაძლოა ითქვას,რომ აღნიშნული მოვლენა მის შემოქმედებაში ერთგვარ სიმბოლურ ხასიათსაც კი ატარებდა.ეს კი თავის მხრივ,სიმბოლურად ებრაელი ხალხის სასტიკ ტანჯვასთან ასოცირდებოდა.ცნობილია ისიც,რომ ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1933 წელს შაგალის თითქმის ყველა ნამუშევარი იქნა განადგურებული.
ტილოს ცენტრში წარმოდგენილი ჯვარცმის ირგვლივ გამოსახულია სხვადასხვა ძალადობრივი სცენები.მაგალითად ისეთები,როგორებიც არის – ებრაელთა სინაგოგების,სახლებისა და მაღაზიების გადაწვა.გარდა ამისა,მათი ტყვედ აყვანა.თავად იესო ქრისტე შემოსილია არა ქლამინდით,არამედ ებრაული სუდარით,ხოლო თავზე ეკლის გვირგვინის ნაცვლად გამოსახული აქვს ებრაული თავსაბურავი.ყოველივე ეს მხატვარმა იმის ხაზგასასმელად გამოიყენა,რომ იესო ქრისტე ებრაელი იყო.ტილოს ზემოთა მხარეს ასახულია ძველი აღთქმის პერსონაჟები,რომლებიც ტირიან იმის,გამო,რაც სურათის ქვემო ნაწილში ხდება.სურათის მარცხენა მხარეს მოჩანს მწვანე სამოსით შემოსილი ფიგურა,რომელსაც მხარზე ტომარა აქვს გადაკიდებული და სადღაც მიიჩქარის.ასეთი ფიგურები მხატვარმა არა ერთ სურათზე ასახა და იგი ინტერპრეტირდება მოგზაურ ებრაელთან.კომპოზიიციის შუაში ასახული ნავი ასოცირდება ფაშისტებისაგან დევნის თავდახსნის იმედთან.ზემოთ ნაწილში გამოსახულია იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ლიტვის ეროვნული დროშა,ხოლო მის საპირისპირო მხარეს ასახულია კომუნიზმის წითელი დროშები.აღნიშნული დროშები ერთგვარად სიმბოლიზირდება ზემოაღნიშნულ ქვეყნებში გავრცელებულ ანტისემიტიზმთან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ შაგალის “ჰოლოკოსტის” წინათგრძნობის სულით გამსჭვალული სურათი,ძალიან უყვარს ახლანდელ რომის პაპს – ფრანცისკს,რომელიც სრულიად ათვითცნობიერებს მასზე ასახულ მთელს საშინელებას ებრაელი ერისა.მარკ შაგალის მიერ 1938 წელს დახატული ტილო – “თეთრი ჯვარცმა”,ცნობილმა ამერიკელმა (ჩიკაგოელმა) არქიტექტორმა – ალფრედ ალშურელმა,თავის დროზე საჩუქრად გადასცა – “ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტს”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)