როგორ ისჯებოდა და ისჯება მრუშობისათვის ცოლ-ქმრის წყვილი?!
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის ყოველ პერიოდსა და ყველა ხალხში,ცოლის მიერ ქმრის წინაშე ჩადენილი ღალატი უმკაცრესად (სიკვდილით) და უმეტეს შემთხვევაში საჯაროდ ისჯებოდა.ბაბილონური ტალმუდის მიხედვით,სულ ოთხი სახის სიკვდილით დასჯა იყო გავრცელებული – გაგუდვა,თავის მოკვეთა,ქვებით ჩაქოლვა და კოცონზე დაწვა.იმავე ბაბილონური ტალმუდის ცნობით,გათხოვილი ქალის მიერ ჩადენილი მრუშობა – გაგუდვით ისჯებოდა. ძვ.წ.აღ-ით XIV-XIII საუკუნეებში ასირიული კანონმდებლობით,იმ შემთხვევაში თუკი ქმარი ცოლს ღალატზე წაასწრებდა უფლება ჰქონდა მოეკლა როგორც ცოლი,ასევე მისი საყვარელიც.საინტერესოა ის,რომ თუკი ქმარს არ შესწევდა ძალა ამ მეთოდით დაესაჯა ორიდან ერთ-ერთი მაინც,ასეთ შემთხვევაში იგი თავად უნდა წარმსდგარიყო სასამარლოს წინაშე და მოსამართლეებისათვის მოეთხოვა ის სასჯელი,რომლითაც თავად სურდა დაესაჯა საკუთარი მეუღლე.ქართული საეკლესიო სამართლის მიხედვით მრუშობისათვის ქალი 15 წლით უზიარებლად ყოფნას ითვალისწინებდა.საერო სამართლის მიხედვით კი,მრუში ცოლის ქმარს უფლება ენიჭებოდა ცოლს გაყროდა და შური ეძია ქალის საყვარელ მამაკაცზე. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ სულხან-საბა,ქმრის სქესობრივ კავშირს სხვა ქალთან,ან პირიქით ცოლის სქესობრივ კავშირს სხვა მამაკაცთან – “მეუღლიანის ბოზობას” უწოდებდა. XV-XVI საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში,ქალს მრუშობისათვის,სამუდამოდ კეტავდნენ მონასტრებში.გარდა ამისა ამახინჯებდნენ ფიზიკურადაც – ჰკვეთდნენ ცხვირს,ტუჩებსა და ყურებს.რიგ ევროპულ ქვეყნებში კი – სიკვდილით სჯიდნენ.როგორც ისტორიულად არის დადასტურებული,ინგლისის მეფემ ჰენრი VIII-ემ თავისი ორი ცოლი – ანა ბოლეინი და ეკატერინე ჰოვარდი,სწორედ მრუშობის გამო აუშვა ეშაფოტზე,სადაც მათ თავი მოჰკვეთეს.ასეთივე მეთოდებს მიმართავდნენ ძველი რომაელი კეისრებიც.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ ადიულტერის (მეუღლის მოტყუება,ღალატი) გამო,უმეტეს შემთხვევებში ისჯებოდნენ მხოლოდ მრუში ცოლები და არა ქმრები.დიდ ბრიტანეთში,საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოქმედებდა კანონი,რომლის თანახმადაც “რქებდადგმულ ქმარს” უფლება ენიჭებოდა მოღალატე ცოლისაგან მორალური ზიანის მიყენებისათვის გამოეთხოვა კომპენსაცია.
აზიის კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში,როგორც წესი სუსტი სქესის წარმომადგენლებს იმისათვის,რომ გრძელი კისერი ჰქონდეთ,ყელზე ბავშვობიდანვე უკეთდებათ სპეციალური,რიტუალური რკინის რგოლები.წლების გასვლასთან ერთად მათი კისრები ამავე რგოლების გამოისობით საკმაოდ გრძელდება,რაც სილამაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს.იმ შემთხვევაში,თუკი დაოჯახებულ მიანმარელ ქალს ქმრის ღალატში დასდებენ ბრალს და დაუმტკიცებენ კიდეც ამას,მას კისრიდან რამდენიმე რგოლს ხსნიან.ეს კი თავის მხრივ იწვევს კისრის მალების გადატეხვას ანუ სიკვდილს,ან რჩებიან მახინჯებად.ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში ქალის მიერ ჩადენილი მრუშობა – საშვილოსნოს ამოღებით ისჯება.თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე გუანდუნის პროვინციაში,ქალს ქმრის ღალატისათვის 2 წლიანი ციხითა და კერძო საკუთრების კონფისკაციით სჯიან.ირანში,მავრიტანიაში,გაერთიანებულ საემიროებში,საუდის არაბეთში,სუდანსა და სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში ცოლის ღალატის წინააღმდეგ “შარიათის” უსასტიკესი კანონი მოქმედებს.კერძოდ,მრუშ ქალს – ქვებით ქოლავენ. 1990-იან წლებში ირანში,ქმრის მოღალატე ქალების სიკვდილით დასჯის უფლება ენიჭებოდათ არა მარტო ქმრებს,არამედ მათ ნათესავებსაც კი,ყოველგვარი სასამართლოს გარეშე.პაკისტანში,მრუშ ცოლებს – ჩამოხრჩობით ასალმებენ სიცოცხლეს.ავღანეთში,თალიბების მმართველობის დროს,ასეთ შემთხვევებს რელიგიური პოლიცია იკვლევდა.თუკი ქალს მრუშობაში დასდებდნენ ბრალს,მას ან საჯაროდ ამათრახებდნენ,ან კიდევ 10 წლის ვადით ციხეში კეტავდნენ.ინდონეზიაში ქმრის ღალატი ქალს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით დღემდე ემუქრება.საინტერესო და ამაზრზენი კანონი მოქმედებს პაპუა-ახალ გვინეაში მდებარე მადანგის პროვინციაში.იქ დღემდე მოქმედებს აბორიგენი ხალხის უძველესი კანონები,რომლის მიხედვითაც ქმარს უფლება აქვს სიკვდილით დასაჯოს (თავი მოჰკვეთოს) ცოლის საყვარელს.თავად ცოლის სიკვდილით დასჯის უფლება კი არა აქვს.სამაგიეროდ,ქალი ვალდებულია საყვარლის სიკვდილით დასჯამდე,მასზე მოჭრილი ერთ-ერთი თითი შეჭამოს.
გერმანიაში ადრეულ საუკუნეებში მოღალატე ცოლები სიკვდილით ისჯებოდნენ.ბულგარეთში ცოლ-ქმრის წყვილიდან თუ რომელიმე მრუშობას ჩაიდენდა,ვალდებული იყო ალიმენტი ეხადა “დაზარალებულისათვის”.შვეიცარიაში დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით,მოღალატე ქალს ან მამაკაცს,სასამართლო სამი წლის ვადით უკრძალავს სხვაზე დაქორწინებას.ამერიკის შეერთებული შტატების 10 შტატში,დღემდე მოქმედებს კანონი,რომელიც ცოლ-ქმრის მიერ ჩადენილ მრუშობას ციხით ემუქრება.მაგალითად მინესოტას შტატში,როგორც მამაკაცი,ასევე ქალი მრუშობისათვის 5 წლით ვადით ეთხოვება თავისუფლებას.ასევე შესაძლოა დაჯარიმდნენ 1000 ამერიკული დოლარითაც.
1996 წელს თურქეთში მიღებული კანონი ითვალისწინებს არა მარტო მოღალატე ქალის ციხით დასჯას,არამედ მამაკაცისაც და მრუშობის შემთხვევაში მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
1964 წელს ჰააგაში მიმდინარე ”საერთაშორისო კონგრესმა” მიიღო რეზოლუცია,რომლის თანახმადაც ცოლის ან ქმრის მიერ ერთმანეთისადმი ჩადენილი ღალატი არ შეიძლება განხილული იქნეს,როგორც სისხლის სამართლებლივი დანაშაული და შესაბამისად იგი არ უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს მიერ გამოტანილ რიგ სასჯელებს.იტალიაში და საფრანგეთში,მოხლოდ 1975 წელს იქნა აკრძალული მოღალატე ცოლ-ქმრის წყვილის კანონით დასჯა.როგორც ცნობილია,ამ კანონის მიღებამდე 1975 წელს,დიდ იტალიელ მსახიობს – სოფი ლორენს,კარლო პონტისტან არასაქორწინო სასიყვარულო რომანის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება.
ყურადსაღები და გასათვალისწინებელია,რომ მსოფლიოში გავრცელებული უმთავრესი რელიგიები – ქრისტიანობა,ისლამი,ბუდიზმი,იუდაიზმი და სხვა,ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს ცოლის ან ქმრის მიერ ერთმანეთისადმი ჩადენილ ღალატს და მათ ერთ სიბრტყეში განიხილავს!!! (ავტორი გენია.ჯი)