იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”

ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი – იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები),როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა და ეს მით უფრო შესამჩნევი ხდებოდა მაშინ,როდესაც საქმე მუსიკას ეხებოდა.ოცი წლის ასაკში მყოფი სებასტიანი მიწვეულ იქნა არნშტადტის ადგილობრივი საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელად და ორგანისტად.გუნდის წევრთა უმრავლესობა მასზე ასაკით უფროსი იყო,რაც მათ დამორჩილებაში კომპოზიტორს ერთობ უშლიდა ხელს.ისინი ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებოდნენ ბახის მითითებებს,რის გამოც განრისხებული ბახი ხელსაყრელ შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან,მათთვის თავსლაფი დაესხა და ამას ძალიან აგრესიულად და გამომწვევად ანხორციელებდა.ეს კი,თავის მხრივ აღაშფოთებდა სებასტიანის დაქვემდებარებაში მყოფ საეკლესიო გუნდის წევრებს.ბახს,ისინი დროდადრო ისეც კი გამოჰყავდა წყობილებიდან,რომ შურისძიებით აღვსილები ეკლესიიდან ქუჩაში გასულ იოჰანს უკანაც დასდევნებიან,რათა ხელსაყრელ სიტუაციაში პასუხი ეგებინებინათ შეურაცმხყოფელისათვის.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სებასტიანმა დაშნა შეიძინა და იმ პერიოდში სახლიდან გარეთ დაშნის გარეშე არ გადიოდა.იგი მზად იყო,თავდასხმის შემთხვევაში მისგანვე შეურაცხყოფილ ადამიანებს დაშნის საშუალებით გამკლავებოდა.ჩვენთვის უცნობია,გამოიყენა თუ არა იოჰანმა დაშნა თავდაცვის მიზნით,თუმცა ცნობილია,რომ ერთხელ ეცადა თავისი გუნდის წევრისათვის მისსავე ხელიდან გამოგლეჯილი ფაგოტი (ხის სასულე მუსიკალური საკრავი) ჩაერტყა,რა დროსაც მუსიკოსმა აიცილა დარტყმა და განრისხებულმა კომპოზიტორის ქმედებით,თავად სებასტიანს მიაყენა თავის არეში რამდენიმე დარტყმა.როგორც შემდგომ გაირკვა,იოჰანი მუსიკოსს ხშირად შეურაცხყოფდა იმის გამო,რომ მისი დაკვრის სტილი არ მოსწონდა.ამ დავიდარაბის შემდგომ,სებასტიანმა ეკლესიის წინამძღვარს თხოვნით მიმართა,რათ იგი საეკლესიო გუნდიდან დაეთხოვა,თუმცა,როდესაც ყველაფერი გაირკვა,მოძღვარმა ბახს ურჩია დამშვიდებულიყო და მოთმინებით შეხვედროდა იმ ფაქტს,რომ ყველა მისნაირი გენიოსი ვერ იქნებოდა. 1708 წელს იოჰან სებასტიან ბახმა არნშტადტიდან მიულჰაუზენში გადავიდა,სადაც შექმნა კიდეც – “არჩევნების კანტანა” (ერთადერთი ნაწარმოები,რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტმა გამოსცა მისსავე სიცოცხლეში).მიუხედავად ხანგრძლივი დროის გასვლისა,სებასტიანს თანდაყოლილი უხიაგი ბუნება მაინც არ შეუცვლია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>