მარკუს ავრელიუსის ფილოსოფიიდან…
“რაც უნდა ვიყო,მაინც ეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ: ხრწნადი სხეული,სასიცოცხლო ძალის მკრთალი გამოვლენა და შინაგანი მძღოლი”.
* * *
“რა ხარ? ერთი საწყალობელი სული,რომელიც ცხედარს დაათრევს ქვეყნად, – როგორც იტყოდა ეპიქტეტე”.
* * *
“გამუდმებით იფიქრე იმაზე,რომ ყველაფერი,რაც იბადება,ცვლილების ძალით იბადება ამ ქვეყნად, და შეაჩვიე თავი იმ აზრს,რომ დედაბუნებას არა უყვარს რა ისე,როგორც არსებულის ცვლა და მისივე მსგავსის ახლად შექმნა-შენება”.
* * *
“სცადე მაინც,შესძლებ თუ არა კეთილი კაცის ცხოვრებით ცხოვრებას,კაცისა,რომელიც კმაყოფილია საკუთარი ხვედრით და რომლის ბედნიერებისთვისაც სავსებით საკმარისია საკუთარი მართლმოღვაწეობა და სიკეთე”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიკვდილი ისეთივე მისტერიაა ბუნებისა,როგორც დაბადება”.
* * *
“გახსოვდეს,რომ ყველა სულდგმული მხოლოდ აწმყოთი სულდგმულობს,ამ ერთი უბადრუკი წამით.დანარჩენი კი ან წარსულს ეკუთვნის უკვე,ან მომავლის ბურუსითაა მოცული.უბადრუკია თვითეულის სიცოცხლე,უბადრუკია მიწის კუთხე,სადაც ის ცხოვრობს,უბადრუკია თვით ყველაზე ხანგრძლივი სიკვდილისშემდგომი დიდებაც კი,რადგან მისი ხანგრძლივობა ადამიანთა რამდენიმე მსწრაფლმავალი თაობის სიცოცხლით ამოიწურება მხოლოდ,თაობისა,რომელსაც თავისი თავიც ვერ შეუცვნია,არამცთუ ასი ან ათასი წლის წინ მიცვლილი”.
* * *
“ნუ შეალევ სხვებზე ფიქრს შენი სიცოცხლის დარჩენილ დღეებს,თუკი რაიმე საყოველთაოდ სასარგებლოს არ ეხება საქმე.რადგან,როცა იმაზე ფიქრობ,ვინ რას აკეთებს ან რატომ აკეთებს,ვინ რას ამბობს,რას იზრახავს ანდა აპირებს,შენ გავიწყდება მეორე რამ,გავიწყდება,რომ ყოველივე ეს საკუთარ სულზე ზრუნვისაგან გარე-მიგაქცევს”.
* * *
“ჰიპოკრატე,ამდენ სნეულებათა მკურნალი,ბოლოს თვითონაც დასნეულდა და მოკვდა”.
* * *
“ყველაფერი აკეთე,ყველაფერზე იფიქრე და იმსჯელე ისე,თითქოს ყოველ წამს მოელოდე,რომ ეგ წამიც წარხდება და დასრულდება შენი სიცოცხლეც.თუ ღმერთები არსებობენ,რაღას შიშობ გამოაკლდე ცოცხალთა რიცხვს: როგორ გგონია,განა ღმერთები ბოროტს შეგამთხვევენ შენ? ხოლო თუ ღმერთები არ არსებობენ,ანდა თუ ჩვენ არ ვარსებობთ მათთვის,მაშინ მითხარი,რა აზრი აქვს ქვეყნად სიცოცხლეს,ქვეყნად,სადაც არ არიან ღმერთები,ან განგება და ბედისწერა? მაგრამ ღმერთები არსებობენ და გვმფარველობენ კიდევაც ჩვენ”.
* * *
“გაიხსენე,რა ხანია,რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს,რამდენგზის სთხოვე,”მაცალეთო ღმერთებს და რამდენგზის გაცალეს მათაც,მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით.კმარა!” (ავტორი გენია.ჯი)