ქრისტეფორე კოლუმბის გონიერი გადაწყვეტილება…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი - ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506 წლები) და მისი საექსპედიციო ჯგუფი,მეოთხე ექსპედიციის დროს ურთულეს პირობებში აღმოჩნდნენ (ამავე ექსპედიციაში ახლდა თან ქრისტეფორეს მისი 13 წლის ვაჟი – ენდრიუ).მათ ხანგრძლივი ცურვისაგან დაზიანებული ჰქონდათ ხომალდები და გაუთავდათ საკვები,რასაც თან დაერთო ადგილობრივ ინდიელებთან დაძაბული ურთიერთობა.გამოსავალი თითქმის არსაიდან ჩანდა,თუმცა კოლუმბმა მეტად გონიერი და ცბიერი გადაწყვეტილება მიიღო.როგორც ცნობილია,ქრისტეფორე კოლუმბი ძალიან კარგად ერკვეოდა ასტრონომიაში,შესაბამისად მან ბრწყინვალედ უწყოდა ისიც,რომ 1504 წლის 29 თებერვალს “მთვარის დაბნელება” მოხდებოდა.სწორედ ამიტომ,იმ ღამით,დიდმა იტალიელმა მეზღვაურმა-მკვლევარმა თავისთან მიიწვია ინდიელთა ტომის ბელადები და უთხრა,რომ თუკი ისინი ექსპედიციის წევრებს დახმარებას არ აღმოუჩენდნენ,მთვარის ხილვას სამუდამოდ დაემშვიდობებოდნენ.თავდაპირველად,ბელადებს სასაცილოდ არ ეყოთ თეთრი ადამიანის წინადადება,რადგან მათ არაფერი უწყოდნენ ამ უნიკალური ბუნებრივი მოვლენის შესახებ,მაგრამ როგორც კი “მთვარის დაბნელება” მართლაც დაიწყო,ისინი გაოგნდნენ და შეშფოთებულებმა კოლუმბს ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს იმ შემთხვევაში,თუკი ის მთვარეს მათ კვლავ უკან დაუბრუნებდა.მიღებული პასუხით კმაყოფილმა კოლუმბა,ინდიელ ბელადებს დაჰპირდა,რომ რამდენიმე წუთში მთვარეს კვლავ დაუბრუნებდა და ეს ასეც მოხდა: მთვარის დაბნელების რამდენიმე წუთიანი ციკლი ბუნებრივად იქნა შეწყვეტილი და ის კვლავ ცაზე აციალდა.ქრისტეფორე კოლუმბსა და ინდიელ ბელადებს შორის დადებული პირობა კი ორივე მხრიდან სრულყოფილად იქნა შესრულებული,რამაც ექსპედიციის მომავალ მარშრუტებსა და ახალ აღმოჩენებს გაუხსნა გზა. (ავტორი გენია.ჯი)