იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”

1948 წელს საბჭოთა გენსეკს – იოსებ სტალინს,შესთავაზეს ენახა რუსი კინორეჟისორის,სცენარისტისა და პედაგოგის – იული რაიზმანის მიერ გადაღებული რომანტიკული კომედიური ჟანრის მქონე მხატვრული ფილმი – “მატარებელი მიდის აღმოსავლეთით”,რაზეც ბელადმა თანხმობა განაცხადა.ცნობისათვის,აღნიშნულ ფილმში მატარებელი დაუსრულებლად მიდის და ყოველ სადგურზე მატარებლის ბედნიერი საბჭოთა მგზავრები მხიარულ სიმღერასა და ცეკვა-თამაშს მართავენ.მას შემდეგ,რაც კინოფილმში მატარებელი მომდევნო სადგურზე კვლავ გაჩერდა,სტალინმა ფილმის ჩვენების პასუხისმგებელ პირს – ბოლშაკოვს ჰკითხა:

- ეს რომელი სადგურია?

- დემიანოვკა, – იყო მოკრძალებული პასუხი.

- აქ უნდა ჩავიდე! – განაცხადა ფილმით უკმაყოფილო სტალინმა და იქაურობა დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>