ლუციუს ანეუს სენეკა „უმცროსის” ნააზრევი…

1.  „ჩვენ ყოველდღე ვკვდებით იმიტომ, რომ ყოველდღე ვკარგავთ ჩვენი სიცოცხლის გარკვეულ ნაწილს, სიცოცხლისა, რომელიც მაშინაც კი მცირდება, როცა ვიზრდებით და ვვითარდებით”.

* * *

2. „მე იმას ვცდილობ, რომ მთელი სიცოცხლის ხატი იყოს ერთი ჩემი დღე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „ის, ვინც სხვას უყოფს კეთილს, თავის თავსვე რგებს”.

* * *

4. „მორჩილს წინ უსწრებს ბედისწერა, ურჩს კი მიათრევს”.

* * *

5. „სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება; თვითონ სიკვდილიც”.

* * *

6. „ტკივილი ადვილი ასატანია, თუ მას ჩვენი წარმოდგენა არას დაუმატებს რა თავის მხრივ”.

* * *

7. „ერთი და იგივეა ცხოვრობდე ნეტარის ცხოვრებით და ცხოვრობდე ბუნების თანახმად”.

* * *

8. „რა ადგილიც უჭირავს სამყაროში ღმერთს, იგივე ადგილი უჭირავს ადამიანში სულსაც; და რაც ღმერთისათვის არის უნივერსალური მატერია, იგივეა ჩვენთვისაც სხეული”.

* * *

9. „ბავშვები და ჭკუიდან შეშლილნი არ უფრთხიან სიკვდილს; და განა სამარცხვინო არ იქნება, თუ გონება ვერ გვაზიარებს იმ სიმშვიდეს და უშიშობას, რასაც უგუნურება გვანიჭებს?”

* * *

10. „რაოდენ ტკბილია და ძვირფასი ქველმოქმედება, როცა ქველმოქმედი არას იღებს რა სანაცვლოდ, და რა მოგცემს, მყის ივიწყებს, რომ მოგცა”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება