ეკატერინე II – “ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორთან ეკატერინე II-სთან (1729-1796 წლები) ერთ-ერთი აუდიენციის დროს,მისმა ვაჟმა პავლე რომანოვმა წაიკითხა საფრანგეთში განვითარებული რევოლუციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეპეშა,რის შემდეგაც აღელვებულმა შესძახა:
- მე ამას უკვე დიდი ხნის წინ შევწყვეტდი ზარბაზნების საშუალებით!
ეკატერინე II მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდა და თავის ვაჟს მიუგო:
- თქვენ ან სისხლისმსმელი სულელი ხართ,ან სრულიად არ გესმით,რომ ზარბაზნებს იდეებთან ბრძოლა არ შეუძლიათ! (ავტორი გენია.ჯი)