იოზეფ შულცი – “ვერმახტის ჯარისკაცი,რომელმაც შეინარჩუნა – ადამიანობა!”

როდესაც ფაშისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს – “ვერმახტს” ვახსენებთ,ბუნებრივია,იმთავითვე უარყოფითი დამოკიდებულება გვიჩნდება.თუმცა,ვერმახტის რიგებშიაც მოიძებნებოდნენ სულით მაღალი ადამიანები,რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა მოვიგონოთ ქალაქ ვუპერტალში 1909 წელს დაბადებული გერმანელი ჯარიკაცი – იოზეფ შულცი.სანამ ჯარში გაიწვევდნენ,რიგი დაწესებულებების ვიტრინების გამფორმებლად მუშაობდა და ამით არჩენდა ოჯახს.მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში (1939 წელს) გაწვეულ იქნა არმიაში. 1941 წელს კი 714-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში მყოფი ეფრეიტორი შულცი,თავის დივიზიასთან ერთად გადასროლილ იქნა იუგოსლავიაში.იმავე წლის ივლისის თვეში,გრადიშტის მთის სიახლოვეს სოფელ ვიშევეცთან გერმანული დანაყოფების მიერ განადგურებულ იქნა ერთ-ერთი იუგოსლავური პარტიზანული დაჯგუფება.რის შემდეგაც სოფელ სმედერევსკა-პალანკაში ჩატარებულ იქნა წმენდა. (ავტორი გენია.ჯი) ვერმახტის ჯარისკაცებმა წმენდის შედეგად სოფელში დააკავეს 16 მშვიდობიანი მოსახლე,რომლებიც უმალვე იქნა სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებული: თექვსმეტივეს დახვრეტა მიესაჯა… განაჩენის აღსასრულებლად, 714-ე ქვეითი დივიზიის რამდენიმე ჯარისკაცი შეარჩიეს,რომელთა შორისაც ერთ-ერთი იოზეფ შულცი იყო.სიკვდილმისჯილ იუგოსლაველ ტყვეებს თვალები აუხვიეს და იქვე განთავსებულ თავლასთან ჩაამწკრივეს.მეთაურმა გერმანელ ჯარისკაცებს უბრძანა იარაღი შეემართათ და როდესაც გასროლა უნდა განხორციელებულიყო,ყველასათვის მოულოდნელად შულცმა თავისი თოფი დაბლა დააგდო და შესძახა: ” – მე,მათ არ ვესვრი! ისინი უდანაშაულოები არიან! მე,ჯარისკაცი ვარ და არა ჯალათი!” მეთაური შულცის სიტყვებმა შოკში ჩააგდო.თუმცა,მალევე მოვიდა აზრზე და იოზეფს თავისი ფიცი და მოვალეობა შეახსენა.მიუხედავად ამისა,ჯარისკაცმა ტყვეების დახვრეტაზე მაინც სასტიკი უარი განაცხადა.”მეამბოხე” ვერმახტის ჯარისკაცს ბრალი დასდეს ბრძანების დაუმორჩილებაში და იუგოსლაველი ტყვეების მსგავსად,მასაც უმალვე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი,რის შემდეგაც 16 სიკვდილმისჯილ იუგოსლაველთან ერთად დახვრიტეს და მათთან ერთადვე დაასაფლავეს.იოზეფ შულცი დახვრეტის დროს 32 წლის ასაკში იყო.მას შესანიშნავი საშუალება გააჩნდა ტყვია მიზანში არ გაესროლა (ამას ხომ მაინც ვერავინ გაიგებდა),თუმცა “ვერმახტის” ჯარისკაცმა,უდანაშაულო ადამიანების მიმართ (თუნდაც აცილებით) ტყვიის გასროლას – “ადამიანად” დარჩენა ამჯობინა!!!

წლების გასვლის შემდეგ იუგოსლავიაში,ტრაგედიის ადგილას ძეგლი აღმართეს,რომლის დაფაზეც მითითებული 16 დახვრეტილი იუგოსლაველის გვერდით – 1 გერმანელი ჯარისკაცის გვარიც არის ამოტვიფრული.მიუხედავად იმისა,რომ გერმანული პროპაგანდისტული მანქანა არ ადასტურებდა ამ ფაქტს,თავად 714-ე დივიზიის მეთაური – ფრიდრიხ შტალი,თავის დღიურში დაწვრილებით აღწერდა აღნიშნულ ინციდენტს.ამ უმაგალითო გმირობის შემოქმედის – იოზეფ შულცის სახელს დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ სერბეთში და იგი სერბეთის ისტორიის სასწავლო წიგნებშიც კია შეყვანილი.იოზეფ შულცის შემთხვევაში ერთი გენიალური გამონათქვამი მახსენდება: “დიდი სიმამაცე სჭირდება  სამშობლოსათვის თავის გაწირვას,თუმცა არანაკლები სიმამაცე სჭირდება,როდესაც ყველა ამბობს “კი” და შენ ამბობ – “არა”-ს მხოლოდ იმიტომ,რომ შეინარჩუნო ადამიანობა”.”ვერმახტის” შემადგენლობაში ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ იოზეფისმაგვარი ჯარისკაცები,თუმცა ფაქტია,რომ – იყვნენ! (ავტორი გენია.ჯი)

თვალახვეულ 16 დასახვრეტ იუგოსლაველთან ერთად სურათზე მითითებულია უიარაღო იოზეფ შულცი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>