გიორგი ჟუკოვი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურის და მისი უშუალო ხელმძღვანელის – ვიქტორ აბაკუმოვის მიერ 1946 წელს დაიწყო გამოძიება,რომელსაც შემდგომ – “გენერლების საქმე” ეწოდა და რომელიც “წითელი იმპერიის” უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს იძიებდა.აღნიშნული გამოძიებისას დაკავებულ იქნენ ისეთი მაღლჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეები,როგორებიც გახლდნენ – ალექსანდრე ნოვიკოვი (ავიაციის მთავარი მარშალი),ივანე სეროვი (გენერალ-პოლკოვნიკი),ვასილი გორდოვი (საბჭოთა კავშირის გმირი,გენერალ-პოლკოვნიკი) და სხვები.თუმცა,საინტერესოა რომ,ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მხედართმთავარი და მარშალი – გიორგი ჟუკოვი (1896-1974 წლები).მას ბრალი ედებოდა ნოვიკოვისა და ბულგანინის მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე.აღნიშნულ ჩვენებებში მითითებული იყო,რომ იაგოდინსკის საბაჟოზე დაკავებული იქნა 7 სარკინიგზო ვაგონი,რომლებშიც მოთავსებული გახლდათ 85 დიდი მოცულობის ყუთი – ავეჯით.მისი მფლობელი კი,გახლდათ ჟუკოვი.მარშლის წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენების მისაღებად დაკავებულ იქნა ჟუკოვის პირადი მდივანი – სემიოჩკინი.გიორგი ჟუკოვს ბრალი ედებოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში,რომელიც თავისთავში გულისხმობდა გერმანიიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ძვირფასი ნივთების გამოტანასა და მითვისებაში.საგამოძიებო ნუსხაში მოყვანილი იყო ის ნივთებიც,რასაც ჟუკოვს გამოძიება ედავებოდა: 323 ძვირფასი ქურქი, 44 ძვირადღირებული ხალიჩა და გობელენი, 55 შედევრი-სურათი, 20 საუკეთესო სანადირო თოფი, 17 ოქროს საათი, 55 ყუთი უნიკალური სამზარეულოს ჭურჭელი, 4 000 მეტრი სიგრძის ძვირფასი ქსოვილი,ავეჯი და სხვა.აღნიშნული ბრალდების გასაქარწყლებლად,ჟუკოვმა პოლიტბიუროს ერთ-ერთ გავლენიან წევრს ანდრეი ჟდანოვს მისწერა წერილი,სადაც აღნიშნა: “მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს მხოლოდ იმაში,რომ ჩემთვის ყოვლად გამოუსადეგარი ძველმანები,რომელიმე საწყობში არ გადავიტანე.ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,რომ ის ვინმეს რაიმეში გამოადგებოდა”.გარდა ამისა,აღნიშნავდა,რომ ზოგიერთი ნივთი მას მართლაც აჩუქეს,ზოგიერთი კი,პირადი ხელფასით შეიძინა.
მიუხედავად ჟუკოვის განმარტებისა,იგი სახმელეთო ჯარების სარდლის პოსტიდან გადაყენებულ იქნა,თუმცა არ დაუპატიმრებიათ და გადაყვანილ იქნა ოდესის ოლქის ჯარების მეთაურად.”გენერლების საქმე”-ზე რამდენიმე მაღლაჩინოსანი სამხედრო დახვრეტილ იქნა,რამდენიმე დაპატიმრებული და ასე შემდეგ.როდესაც იოსებ სტალინი გარდაიცვალა და ხელისუფლებაში ნიკიტა ხრუშჩოვი მოვიდა,გიორგი ჟუკოვი რეაბილიტირებულ იქნა,ხოლო “გენერლების საქმის” ორგანიზატორი – ვიქტორ აბაკუმოვი დაპატიმრებული.მას შემდეგ,რაც აბაკუმოვს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა,მან განაცხადა,რომ აღნინული გამოძიება პირადად სტალინის დავალებითა და მითითებით მიმდინარეობდა,შესაბამისად მას უმაღლესი რანგის გენერლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმეში დანაშაული არ მიუძღოდა.მიუხედავად სტალინის დადანაშაულებისა,აბაკუმოვი სამშობლოს ღალატის ბრალდებით 1954 წლის 19 დეკემბერს მაინც დახვრეტილ იქნა. (ავტორი გენია.ჯი)