ანრი IV-ეს უცნაური შინაარსის მქონე წერილი…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი – დაბანა,შუასაუკუნეების პერიოდის რიგ (მათ შორის წამყვან) ევროპულ ქვეყნებში ერთობ მიუღებელი პროცედურა გახლდათ.ამის თვალნათელი მაგალითები ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება.მაგალითად,კასტილიისა და ლეონის დედოფალს – იზაბელა I კასტილიელს (1451-1504 წლები),როგორც თავად აღიარებდა,ცხოვრებაში სულ ორჯერ ჰქონდა დანაბანი: დაბადებისა და ქორწინების დღეს; ერთ-ერთი უძველესი ინგლისური ჰერცოგების საგვარეულოს წარმომადგენელი – ჰერცოგი ნორფოლკი,მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე აცხადებდა უარს დაბანაზე,რის გამოც მის სხეულზე უამრავი წყლულები იყო გაჩენილი (ზოგიერთი წყაროს ცნობით,სწორედ ამას შეეწირა კიდეც); საყოველთაოდ ცნობილია,რომ საფრანგეთის სამეფოს რეგენტი – ფილიპე II,ისევე გარდაიცვალა “მუნის” შედეგად,როგორც რომის პაპი – კლემენტ VII; საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებული ლუი XIV-საც სულ რაღაც ორჯერ ჰქონდა დანაბანი მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე,რასაც აღნიშნავდა კიდეც მრავალი ქვეყნის ელჩი.ისინი ირწმუნებოდნენ,რომ ლუი XIV-ეს “გარეული მხეცის სუნი ასდიოდა”.ასეთი მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს… ამიტომ თქვენს ყურადღებას შევაჩერებ იმ ახლად აღმოჩენილ და მეტად უცნაური შინაარსის მქონე წერილზე,რომელიც კიდევ ერთხელ გვიხატავს თვალნათლივ დაბანის მიმართ იმ პერიოდში გამეფებულ ერთობ უარყოფით დამოკიდებულებას.დონჟუანის თვისებებით განთქმულმა საფრანგეთის მეფემ ანრი IV დე ბურბონმა თავის ფავორიტ (საყვარელ) ქალს – გაბრიელ დ’ესტრეს მიწერა:
” – არ დაიბანო,ძვირფასო,მე სამ კვირაში შენთან მოვალ!” (თავად ანრის მისი ცხოვრების მანძილზე სულ რაღაც სამჯერ ჰქონდა დანაბანი)
მისი საყვარელი ქალისაგან კი,შემდეგი სახის საპასუხო წერილი მიიღო:
” – ძვირფასო ანრი! უკვე ხუთი კვირაა არ დამიბანია და სულმოუთქმელად გელოდები!” (ავტორი გენია.ჯი)
ანრი IV დე ბურბონი
გაბრიელ დ’ესტრე