სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილის გონებამახვილი სადღეგრძელო…
1964 წლის 30 ნოემბერს გაერთიანებული სამეფო ლეგენდარული ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის - სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავდა.რაღა თქმა უნდა,საზეიმო ღონისძიება გამართულ იქნა ქვეყნის პარლამენტშიც,სადაც მიწვეული გახლდათ თავად იუბილარიც.მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა,ჩერჩილმა მიწვევა მიიღო და პარლამენტში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდა.მის მიმართ უამრავი სამადლობელი სიტყვა იქნა წარმოთმული.ერთ-ერთ სადღეგრძელოში უინსტონს საბჭოთა კავშირის ყველაზე აქტიური და დაუნდობელი მტერი უწოდეს.მას შემდეგ,რაც სადღეგრძელოს ჯერი ჩერჩილზე მიდგა,მან რამდენიმეწამიანი დუმილის ინტერვალი გააკეთა და შემდეგ მეტად მახვილგონიერი განცხადება გააკეთა:
” – ჩემდა სამწუხაროდ,დღეს არსებობს ადამიანი,რომელმაც 1000-ჯერ გაცილებით დიდი დარტყმა და ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს,ვიდრე მე.ამ ადამიანის სახელი და გვარი კი,გახლავთ – ნიკიტა ხრუშჩოვი… და რადგან ეს ასეა,მოდით,მისი სადღეგრძელო შევსვათ!” – წარმოთქვა ჩერჩილმა ეს სიტყვები და დამსწრე საზოგადოებისაგან უზარმაზარი ოვაციებიც მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)