„დამაკვირდი”

1. „ღმერთო ჩემო! ვის მოუვა თავში აზრად, უკდემამოსილესი უწოდოს გუგებს, მაშინ როდესაც ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ კაცის ურცხვობა, უპირველეს ყოვლისა, მისსავ თვალებში ვლინდება”. – ფსევდო-ლონგინე (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „მე უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი რამისთვის შობილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე სხეულის მიმართ”. – ლუციუს ანეუს სენეკა

* * *

3. „კაცთათვის ყველაზე უდიდესი და უპირველესი სიკეთე ბედნიერებაა, ხოლო მეორე, მაგრამ პირველზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანი – კეთილგონიერება, ურომლისოდაც, საერთოდ, წარმოუდგენელია ბედნიერება”. – დემოსთენე

* * *

4. „ადვილი როდია იმის მოაზრება, რომ სახელმწიფო კრატერს უნდა ჰგავდეს, რომელშიაც დუღს და გადმოდუღს ახლად ჩასხმული შუშხუნა ღვინო და თანდათანობით ადგილს უთმობს თითქოს მის დასასჯელად მოვლენილ მეორე ღვთაებას – სიფხიზლის ღმერთს, რათა მასთან კეთილზომიერად შეზავებული ღვთაებრივ და საამო სასმელად იქცეს”. – პლატონი

* * *

5. „მშვენიერება მხოლოდ სიმართლეშია”. – უილიამ შექსპირი

* * *

6. „რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი, რომ ყოველდღიურად შეხვიდე მსოფლიოს უდიდეს ბრძენთა საზოგადოებაში?” – ლევ ტოლსტოი “წიგნის” შესახებ

* * *

7. „ხალხზე გადახტომა არ შეიძლება”. – ვლადიმერ ლენინი

* * *

8. „სიმართლე ჩვენი უძვირფასესი ქონებაა. უნდა გავუფრთხილდეთ”. – მარკ ტვენი

* * *

9. „ჭკუის სრულყოფისათვის იაზროვნე, კი არ იზეპირო”. – თეოფილ დე ვიო – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. „არ შეიძლება იყოს არავითარი კომპრომისი სიკეთესა და ბოროტებას შორის, სიმართლესა და სიცრუეს შორის, პროგრესსა და რეგრესს შორის”. – ჯუზეპე მაძინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>