ეპიქტეტეს ფილოსოფიიდან…
“საგანთაგან ზოგი ჩვენზეა დამოკიდებული,ზოგი კი არა.ჩვენზეა დამოკიდებული: განსჯა,ნებელობა,სურვილი,ზიზღი,მოკლედ ყოველივე ის,რაც ჭეშმარიტად ჩვენი საქმეა.ჩვენგან დამოუკიდებელია: სხეული,სიმდიდრე,პატივი,ძალაუფლება,ერთის სიტყვით,ყოველივე ის,რაც ჩვენი საქმე არ არის.ის,რაც ჩვენზეა დამოკიდებული,ბუნებით თავისუფალია,თავისთავადი და თავახსნილი,ხოლო ის,რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული,უძლურია,არათავისუფალი,თავაბმული და, ამასთან,უცხოა ჩვენთვის.მაშ,გახსოვდეს,რომ თუ ბუნებით არათავისუფალს შენ მიიჩნევ თავიუსუფლად,ხოლო შენთვის უცხოს – შენეულად,თვითონვე შეიკრავ გზას და იძულებული იქნები,ვნებათაგან ამღვრეულმა,უკვდავნი თუ მოკვდავნი ჰგმო. და პირიქით,თუ შენ შენეულად მიიჩნევ მას,რაც ჭეშმარიტად შენია,ხოლო შენთვის უცხოს – იმად,რაც არის,ესე იგი უცხოდ,ვეღარავინ შეგიკრავს გზას და შეგავიწროებს,აღარასოდეს აღიძვრი ვისიმე ყვედრებად და გმობად…” (ავტორი გენია.ჯი)