იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე,ლამაზ ქალებს – “თვალების სატანჯველს” უწოდებდა.(ავტორი გენია.ჯი)

2. საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსისა და დიპლომატის – შარლ მორის დე ტალეირანის ხასიათის მიხედვით,ისტორიკოსები მის შემდეგ დევიზს ასახელებენ: “იმსახურო იმისთვის,რომ უფრო მოხერხებულად მოატყუო”.

3. ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონის – ტუტანხამონის სარკოფაგი, 110 კილოგრამ სუფთა ოქროს შეიცავს.

4. ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში,სადაც თირკმელებით ვაჭრობა ოფიციალურად არის დაშვებული.

5. ინდოჩიენთის ნახევარკუნძულზე მდებარე – ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში,არაუმეტეს 100 გვარია გავრცელებული.მათგან ყველაზე გავრცელებული 14 გვარია.განსაკუთრებით გავრცელებულია გვარი – ნგუენი,რომელსაც ვიეტნამის მოსახლეობის 40% ატარებს.

6. შუა საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში – “კარიესი” წარჩინებულ ადამიანთა კბილის დაავადებად მიიჩნეოდა და მისით ერთობაც ამაყობდნენ დიდგვაროვანი ქალბატონები. (ავტორი გენია.ჯი)

7. საფრანგეთის იმპერატორი და ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხედართმთავარი ნაპოლეონ I ბონაპარტი ხშირად იმეორებდა: “საფრანგეთს ხავერდის ხელთათმანიანი რკინის ხელი უნდა მართავდეს”.

8. ორგზის “ოქროს გლობუსის” ნომინანტი და საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი კომიკოსი მსახიობი – ჯიმ კერი,ერთი პერიოდის განმავლობაში ფინანსური პრობლემების გამოისობით Volksvagen Type 2-ის ფირმის ფურგონში ცხოვრობდა.აღნიშნული პერიოდის შესახებ მსახიობი აცხადებს,რომ სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა იუმორის განსაკუთრებული გრძნობა.

9. მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მხოლოდ ერთ გუნდს წვრთნიდა ინგლისელი მწვრთნელი – ფრედ ევერისი (1882-1951 წლები).იგი “ვესტ-ბრომვიჩ ალბიონს” სათავეში ჩაუდგა 1902 წელს და კლუბში მოღვაწეობა დაასრულა 46 წლის შემდეგ,ანუ 1948 წელს.ამ მაჩვენებლით,ფრედ ევერისი ნამდვილი რეკორდსმენია.

10. მესამე რაიხის უშიშროების სამმართველოს ხელმძღვანელმა – რინჰარდ ჰაიდრიხმა,ვილჰელმ ფრანც კანარისთან საუბარში,ჯერ კიდევ 1941 წელს განაცხდა: “პოლიტიკოსი,რომელმაც კრახი განიცადა,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს.მითუმეტეს ისეთი ემოციური კაცი,როგორიც ადოლფ ჰიტლერია”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჰაიდრიხმა ჰიტლერის შემთხვევაში ზუსტად იწინასწარმეტყველა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>