ჰუგო ფერდინანდ ბოსი – “ეპიზოდი”
1923 წელს დაარსებული,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული გერმანული მოდის სახლი Hugo Boss-ი,რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ – ჰუგო ფერდინანდ ბოსი (1885-1948 წლები),ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თანამშრომლობდა მესამე რაიხთან,რა დროსაც ვერმახტის ოფიცრების,ჯარისკაცების,სს-ის,ჰიტლერიუგენდისა და სხვა ფაშისტური სახელმწიფო ორგანოებისათვის ქმნიდა უნიფორმებს. 1940-იან წლებში,აღნიშნული გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიას საკმაოდ სარფიანი ხელშეკრულება დაუდო ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ.მათ მიერ კომპანიისადმი მიცემული შეკვეთების შესრულებას,Hugo Boss-ის თანამშრომლები ვეღარ აუდიოდნენ,რის გამოც ფერდინანდის ფაბრიკებში 40 ფრანგი სამხედრო ტყვე და სხვა აღმოსავლეთ ევროპელი მუშა ხელი იქნა დასაქმებული (სულ ასი კაცი – ძირითადად უკრაინელები და პოლონელები).საყურადღებოა ის ფაქტი,რომ მიუხედავად ფაშისტებთან თანამშრომლობისა,კომპანიის ხელმძღვანელი მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ძალ-ღონეს არ ზოგავდა.მეორე მსოფლიო ომის დასასრულს,ჰუგო ფერდინანდ ბოსს ბრალი დასდეს გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობაში და არა მარტო კომპანია დაატოვებინეს,არამედ იმ პერიოდისათვის უზარმაზარი ჯარიმა – 80 000 გერმანული მარკაც გადაახდევინეს.ამის შემდგომ,რამდენიმე წელიწადის განმავლობაში Hugo Boss-ის ტანისამოსი ვიტრინებიდან გაქრა,თუმცა კომპანიამ 1953 წელს კვლავ განაახლა აქტიური მუშაობა და დღეს იგი ერთ-ერთი წამყვანი სამოდელო ბრენდია მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი)