რაში შეცდა პოლიბიოსი?
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი,სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი – პოლიბიოსი (ძვ.წ.აღ-ით 200-120 წლები),გვაუწყებდა,რომ ძვ.წ.აღ-ით 217 წელს ეგვიპტის ფარაონმა პტოლემე IV ფილოპატორმა ომი გამოუცხადა სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს (სირიის) მეფეს – ანტიოქე III დიდს.იმავე წლის 22 ივნისს გაიმართა ელინისტური პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა,რომელსაც დღესდღეობით “რაფიის ბრძოლას” ვუწოდებთ.ეგვიპტის ფარაონის არმია 70 000 ქვეითის, 5 000 ცხენოსნისა და 73 საბრძოლო სპილოსაგან შედგებოდა,მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეს 62 000 ქვეითი, 6 000 ცხენოსანი და 102 საბრძოლო სპილო ჰყავდა თავის არმიაში.აღნიშნული ბრძოლა,თანამედროვე ღაზას სექტორში გაიმართა და იგი,ეგვიპტის არმიის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა,რამაც განაპირობა კიდეც ის,რომ ანტიოქემ თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთი დაკარგა.
აღნიშნული ბრძოლის შესახებ,პოლიბიოსი წერდა,რომ გავეშებული სპილოები ერთმანეთს უზარმაზარი ეშვებით გლეჯდნენ.თუმცა,იქვე მიუთითებდა,რომ პტოლემემ ბრძოლაში ყველა საბრძოლო სპილო ვერ გამოიყენა.ამის მიზეზად კი,ავტორი ასახელებდა იმ გარემოებას,თითქოს ეგვიპტის არმიის შემადგენლობაში მყოფი სპილოები ერთობ დააშინა ანტიოქეს არმიის შემადგენლობაში მყოფმა უზარმაზარი ფიზიკური მონაცემების მქონე აზიური სპილოების ხილვამ.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ ეს დეტალი იწვევდა იმთავითვე ისტორიკოსების დაეჭვებას პოლიბიოსის მიერ გადმოცემულ იტორიაში,რადგან როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,აფრიკული სპილოები არანაკლები სიდიდით გამოირჩევიან თავიანთი აზიელი თანამოძმეებისაგან და მათზე ბევრად დიდებიც კი არიან.ამ ფაქტს,სპეციალისტები სხვადასხვა გარემოებებით ხსნიდნენ.ადრე გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,პტოლემეს არ შეეძლო აფრიკული სავანებიდან ჩამოეყვანა დიდი ფიზიკური მონაცემების მქონე აფრიკული სავანის სპილოები,რის გამოც იძულებული გახდა ერითრეაში მობინადრე,გაცილებით პატარა ზომების მქონე ტყის სპილოები გამოეყენებინა.თუმცა არც ეს ვერსია აღმოჩნდა სიმართლესთან ახლოს,რადგან როგორც ერითრიული სპილოების (რომლებიც თითქმის გადაშენების წინაშე იმყოფებიან) აფრიკული სავანის სპილოებთან შედარებამ დაამტკიცა,ისინიც იგივე ფიზიკური მონაცემების მქონენი იყვნენ.შესაბამისად,ერითრიული,ანუ აფრიკული სავანის სპილოები აზიელ (ინდოელ) თანამოძმეებზე გაცილებით დიდები იყვნენ.მაგრამ ნიშანდობლივი და საყურადღებოა ის გარემოება (რაც პოლიბიოსმა ვერ გაითვალისწინა),რომ აფრიკული სავანის სპილოები,აზიურ სპილოებთან შედარებით პანიკით გამოირჩევიან,რაც მათ გაკონტროლებას ბევრად ართულებს.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ პტოლემეს არმიის შემადგენლობაში მყოფი საბრძოლო სპილოები თავიანთი თანამოძმეებისაგან განსხვავებით – დაფრთხნენ,რამაც მათი სათანადოდ გამოყენება ეგვიპტურ არმიას შეუზღუდა.მიუხედავად ამისა,პტოლემემ – “რაფიის ბრძოლაში” მაინც ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია.მეცნიერები და ისტორიკოსები კი ადასტურებენ რომ – პოლიბიოსი შეცდა! (ავტორი გენია.ჯი)
აზიური და აფრიკული სპილოების ფიზიკური მონაცემების შესაფასებელი ცხრილი