ნიკიტა ხრუშჩოვი – “ეპიზოდი”

 თავისი ოდიოზური საქციელებითა და გამონათქვამებით ცნობილმა საბჭოთა გენსეკმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა,”ცივი ომის” მძვინვარების პერიოდში,კრემლში ამერიკელი სენატორები მიიღო.მათ შორის გამართული დიალოგისას,ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა ხრუშჩოვის კეთილგანწყობა დაიმსახურა.რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,ნიკიტამ მას ჰკითხა:

- თქვენ საიდან ბრძანდებით?

- მინეაპოლისიდან, – იყო პასუხი.

მოულოდნელად ხრუშჩოვი იმ მაგიდისაკენ გაემართა,სადაც გლობუსი იყო წარმოდგენილი.რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი გულდასმით აკვირდებოდა გლობუსზე გამოსახულ ამერიკის შეერთებულ შტატებს,შემდეგ საწერ-კალამი ამოიღო უბიდან და მინეაპოლისი შემოხაზა.სენატორთან მიბრუნებულმა კი ერთობ გამაოგნებელი განცხადება გააკეთა:

- როდესაც ჩვენი რაკეტები თქვენი ქვეყნისაკენ დაიძრებიან – ეს ქალაქი უნდა გადარჩეს! იმისათვის,რომ ეს არ დამავიწყდეს,გლობუსზე – მინეაპოლისი მოვნიშნე! (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება