ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები),მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავ წერილებს იღებდა.ეს ფაქტი კი,აინშტაინს ძალიან უკვირდა და მხრებს იჩეჩდა: “სრულიად გაუგებარია,რა ნახა ამ ხალხმა ჩემში აღმაფრთოვანებელი.რა გავაკეთე ასეთი? რით დავიმსახურე მათგან ესოდენ დიდი პატივისცემა და ყურადღება?”
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ალბერტი წერილების უმრავლესობას არ კითხულობდა და სანაგვე ურნაში ყრიდა,თუმცა შეუძლებელი იყო,რომ მას ბავშვების მიერ გამოგზავნილი წერილები არ წაეკითხა და პასუხიც არ გაეცა მათთვის.გენიალურ ფიზიკოსს ერთ-ერთი ვაშინგტონში მდებარე სკოლის მოსწავლისაგან მიუვიდა წერილი,სადაც ბავშვი წუხილს გამოთქვამდა იმის გამო,რომ მას მათემატიკა სირთულეებს უქმნიდა.გულისხმიერმა ალბერტმა კი ბავშვს შემდეგი სახის საპასუხო წერილი გაუგზავნა:
“ჩემო პატარა მეგობარო,არასოდეს გაბრაზდე იმის გამო,რომ მათემატიკას თან სირთულეები ახლავს.გულწრფელად გეუბნები და დამიჯერე,რომ ჩემი სირთულეები კიდევ უფრო დიდი და ღრმაა ამ უნიკალურ მეცნიერებაში,ვიდრე თქვენი”. (ავტორი გენია.ჯი)