“დიდი სქიზმის” შემდეგ…
1054 წელს ქრისტიანული ეკლესიის ორ ნაწილად – მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად გაყოფის დროს,რომელსაც – “დიდი სქიზმის” სახელით ვიცნობთ,კონსტანტინოპოლის პატრიარქმა – მიხეილ I კერულარიოსმა (1000-1059 წლები) და რომის გერმანული წარმომავლობის მქონე პაპმა ლეო IX-მ (ერისკაცობაში ბრუნო ფონ ეგისჰაიმ-დაგსბურგმა – 1002-1054 წლები),ერთმანეთი საჯაროდ გადასცეს ანათემას,რაც თავისთავად გულისხმობდა ორივე მათგანის ეკლესიისაგან განკვეთას.საინტერესოა ის გარემოება,რომ ორივე ქრიატიანული მიმართულების მქონე ეკლესიამ,ასწლეულების წინ განჩინებული ანათემა მხოლოდ 1965 წელს წელს მოუხსნა ერთმანეთს და ამის უმთავრესი ინიციატორები გახლდნენ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერძენი პატრიარქი – ათინაგორა I (1886-1972 წლები) და რომის იტალიელი პაპი – პავლე VI (ერისკაცობაში – ჯოვანი ბატისტა ენრიკო ანტონიო მარია მონტინი – 1897-1978 წლები),რომლებმაც მოახდინეს კიდეც ამ ორი უდიდესი ეკლესიის საბოლოო შერიგება.თუმცა,გასათვალისწინებელია ისიც,რომ მათ ვერ მოახერხეს ქრისტიანული სამყაროს დოგმატების შეჯერება და ერთიან ეკლესიად გარდაქმნა. (ავტორი გენია.ჯი)
მიხეილ I კერულარიოსი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
ლეო IX (რომის კათოლიკური ეკლესიის პატრიარქი)
ათინაგორა I
პავლე VI