შუა საუკუნეების შოტლანდიაში არსებული ამაზრზენი კანონი…
ადამიანის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი უსაშინელესი ქმედების – სუიციდის მიმართ,საზოგადოებისა და ეკლესის დამოკიდებულება იმთავითვე უარყოფითი იყო.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ,კარგად დავინახავთ თუ რა მეთოდებით ებრძოდა სხვადასხვა ქვეყნები ამ მოვლენას.განსაკუთრებული და ამაზრზენი ქმედებები თვითმკვლელი ადამიანების ცხედრების მიმართ შუა საუკუნეების ევროპულ ქვეყნებში ფიქსირდებოდა.დიდი ამერიკელი ისტორიკოსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის – რობერტ დარნტონის მიერ აღმოჩენილი იქნა XVI საუკუნეში მაცხოვრებელი შოტლანდიის ქალაქ ედინბურგის მაცხოვრებლის,ვინმე – რობერტ ბირელის დღიური,რომელშიც მკაფიოდ არის აღწერილი ის არაადამიანური მეთოდები,რასაც სახელმწიფო იდენდა “სუიციდით” სიცოცხლე-მოსწრაფებული ადამიანების მიმართ.ზემოაღნიშნულ დღიურში წერია,რომ 1598 წლის 20 თებერვალს ჰოლირუდის სააბატოში მდებარე კარიერში აღმოაჩინეს ტომას დობის ცხედარი.ადგილობრივმა სასამართლომ მიიჩნია,რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,რის გამოც გარდაცვლილის ცხედარი ჯერ ქალაქის ქუჩებში ჩამოატარეს,ხოლო შემდეგ აიტანეს ეშაფოტზე და საჯაროდ “ჩამოახრჩვეს”.
რობერტ დარნტონი,იმისათვის რომ კიდევ უფრო ღრმად გარკვეულიყო ამ საკითხში,ედინბურგის საარქივო განყოფილებას ეწვია,რა დროსაც აღმოაჩინა ყველა ის დოკუმენტი,რომელიც იძლეოდა საშუალებას უფრო ღრმად ჩაეხედა თუ რა მეთოდებით ისჯებოდა შუასაუკუნეების შოტლანდიაში სუიციდით გარდაცვლილთა ცხედრები.არქივის კატალოგში XV-XVI-XVII საუკუნეების მოვლენები იყო აღწერილი. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერის მიერ აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთ ფოლიანტი,სახელწოდებით – “გარდაცვლილების საჯარო ეგზეკუცია”,სადაც დეტალურად იყო აღწერილი არა მარტო ცხედრების დასჯა,არამედ ისიც კი,თუ ვისზე რამდენი თანხა იქნა გაცემული ამ საზიზღარი აქტის აღსრულებისათვის.ამავე დოკუმენტებიდან ვგებულობთ,რა თანხის თოკი დასჭირდა სახელმწიფოს ცხედრის ჩამოსახრჩობად,ან რა თანხის შეშა იმ კოცონისათვის,სადაც დაღუპულთა ცხედრებს წვავდნენ: ტომას დობის შემთხვევაში,სახელმწიფომ ერთი შილინგი გადაუხადა იმათ,რომლებმაც კარიერიდან ამოიტანეს ტომას დობის ცხედარი; ამდენივე გადაუხადეს იმ ოფიცრებს,რომლებიც სანაპიროზე ელოდებოდნენ სუიციდით გარდაცვლილის ცხედარს; ერთ ფუნტი-სტერლინგი კი მათ,ვინც გარდაცვლილისვე ცხედარი ჯერ სასამართლოში წარადგინეს,ხოლო შემდგომ ეშაფოტზე აიყვანეს და “ჩამოახრჩვეს”.როგორც ცნობილი ხდება,აღნიშნული თანხები თავად გარდაცვლილის ქონებიდან იფარებოდა.შუასაუკუნეების შოტლანდიურ სასამართლოებში ხშირად განიხილებოდა ასეთი საქმეები,რა დროსაც მოსამართლეები ცდილობდნენ დაედგინათ მართლა სუიციდით დაასრულა თუ არა სიცოცხლე ამა თუ იმ აწ გარდაცვლილმა.თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა,თუ რა მეოდით ამტკიცებდა სასამართლო იმას,აწ გარდაცვლილმა სიცოცხლე სუიციდით დაარულა თუ ეს მხოლოდ უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა.ტომას დობის შემთხვევაში,განაჩენი ცხედრის სახრჩობელაზე აყვანით და ჩამოხრჩობით იქნა დასრულებული.სუიციდის წინააღმდეგ ასეთი არაადამიანური ფორმით ბრძოლა, 1540 წელს შოტლანდიის პარლამენტის მიერ კანონის ძალით იქნა განმტკიცებული, და სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდებით ისჯებოდნენ ის გაუბედურებული ადამიანები,რომლებმაც სიცოცხლე მოისწრაფეს.შოტლანდიაზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ სწორედ აღნიშნულ ქვეყანაში ისჯებოდა ყველაზე ხშირად და მასიურად სუიციდით გარდაცვლილთა ცხედრები.ასეთივე მეთოდებს მიმართავდა სხვა ევროპული სახელმწიფოებიც. XVI საუკუნის გერმანიასა და ინგლისში დამკვიდრებული წესის თანახმად,სუიციდით გარდაცვლილთა ცხედრებს აბუჩადაც კი იგდებდნენ.ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში,თვითმკვლელთა ცხედრებს ზურგზე სარებს ან პალოებს უკეთებდნენ და ამ მეთოდით კრძალავდნენ.უფრო მოგვიანებით,ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში სუიციდით გარდაცვლილებს ეკლესიაში მდებარე სასაფალაოების გარეთა პერიმეტრზე მარხავდნენ.დღესდღეობით,მეცნიერები,სუიციდით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრების მიმართ ჩადენილ გაუგონარ და ამაზრზენ ქმედებებს – “გარდაცვლილ ადამიანთა სხეულების მიმართ წარმოებულ – ტერორიზმს” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)