ჩრდილოკორეული “გლოვა”
ჩრდილოეთ კორეაში რომ უსასტიკესი დიქტატურისაგან საშინლად არის ხალხი დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული,ახალი ამბავი არავისთვის არ არის.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელის – კიმ ჩენ ირის გარდაცვალებაზე (2011 წლის 17 დეკემბერი).ალბათ ყველას გვექნება ნანახი ის სატელევიზიო კადრები,სადაც დიქტატორის დაღუპვას,ხალხი მთელი “სულითა და გულით” დასტირის.მას შემდეგ,რაც კიმ ჩენ ირი დიდი პატივით იქნა დაკრძალული,ქვეყანა მოიცვა ეგრეთ წოდებულმა “სახალხო სასამართლოებმა”,რომლებიც განიხილავდნენ იმ ჩრდილოკორეელი მოქალაქეების საქმეებს,ვინც შემჩნეული იქნა საერთო ტრაგედიით გამოწვეული მოვლენისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში,რაც თავის მხრივ გამოიხატებოდა იმაში,რომ ისინი სხვათა მსგავსად არ დასტიროდნენ ქვეყნის გარდაცვლილ ბელადს.ასეთ ადამიანებს სასამართლომ 6 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საინტერესოა ის გამაოგნებელი განცხადებაც,რომელიც ჩრდილოკორეული სახელმწიფო ტელევიზიის KCNA-ს დიქტორმა მიაწოდა ქვეყნის მოსახლეობას: ერთ-ერთი საინფორმაციო გადაცემისას დიქტორმა განაცხადა,რომ კიმ ჩენ ირის გარდაიცვალებას არა მარტო ადამიანები,არამედ ცხოველებიც კი გლოვობდნენ.მისივე ცნობების თანახმად,მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ,ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ტყეებიდან სხვადასხვა შოსეებზე გამოდიოდნენ დათვების ოჯახები,რომლებიც გულამოსკვნილი დასტიროდნენ ქვეყნის ხელმძღვანელს (გასათვალისწინებელია ისიც,რომ ზამთრის ამ პერიოდში დათვებს ღრმა ძილით ძინავთ).გარდა ამისა,დიქტორმა შენიშნა ისიც,თითქოს ყვავების გუნდი,რომელიც არავინ უწყოდა თუ საიდან გამოჩნდა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში – ფხენიანში არსებულ მავზოლეუმის თავზე,მთელი ხმით გამოხატავდნენ წუხილს დიდი ბელადის გარდაცვალების გამო… (ავტორი გენია.ჯი)