აუქციონებზე გაყიდული – ლი ჰარლი ოსვალდის ნივთები…
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობაში ოფიციალურად ბრალდებულის – ლი ჰალი ოსვალდის ქვრივმა მეუღლემ – მარინა ოსვლად პორტერმა (ნამდვილი სახელი და გვარი – მარინა პრუსაკოვა), 1981 წელს ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ,რომ მისი მეულის ცხედრის ნაცვლად,ოსვალდისათვის განკუთვნილი კუბოთი დაკრძალულ იქნა არა თავად ლი ჰარლი,არამედ მისივე ორეული რუსი აგენტი.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ მარინას ინიციატივით განხორციელდა ცხედრის ეგსგუმაცია.ექსპერტიზამ დაადგინა,რომ მარინა ოსვალდ პორტერის ეჭვი არ დადასტურდა და კუბოში მართლაც ლი ჰარლი ოსვალდის ნაშთები განისვენებდა.ეგსგუმაციის შემდეგ,ოსვალდის ნაშთები ახალ კუბოში გადაასვენეს,ხოლო ძველი კი,რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს,ლოს-ანჯელესში გამართულ აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად,სადაც მისი საწყისი ფასი 1 000 ამერიკული დოლარით განისაზღვრა.საბოლოო ჯამში,ლი ჰარლი ოსვალდის დაზიანებული კუბო – 87 846 ამერიკულ დოლარად გაიყიდა,თუმცა მყიდველი დღემდე ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.აქვე გაცნობებთ,რომ მოგვიანებით ლოს-ანჯელესში გამართულ აუქციონებზე გაყიდული იქნა ლი ჰარლი ოსვალდის სიკვდილის დამადასტურებელი სერთიფიკატი,ძმისადმი მიწერილი წერილი და ის სამედიცინო ნივთები,რომლითაც ბალზამირება გაუკეთდა ოსვალდის ცხედარს.
P.S. საინტერესოა ის გარემოება,რომ ამერიკული აუქციონების ისტორიაში,ამგვარი ნივთების გაყიდვის არაერთი პრეცენდენტია დაფიქსირებული.მაგალითად, 2010 წელს ჩიკაგოში გამართულ ერთ-ერთ აუქციონზე გაყიდულ იქნა “როკ-ენ-როლის მეფის” – ელვის პრესლის ცხედრის ბალზამირებისათვის გამოყენებული სხვადასხვა სამედიცინო ხელსაწყოები. (ავტორი გენია.ჯი)