ქსერქსე I-ის განცხადება…
როგორც ისტორიულად არის ცნობილი,ძველი ბერძნები – ლეღვს,ერთ-ერთ საუკეთესო და უიშვიათეს მცენარედ მიიჩნევდნენ.იმ პერიოდისათვის აღნიშნული ხილი მეტად დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და იგი მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაში ხარობდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ძველი ბერძნები თავიანთი ქვეყნიდან ლეღვის ნაყოფის გატანას – კონტრაბანდად მიიჩნევდნენ.კონტრაბანდისტებს კი ან ქვეყნიდან აძევებდნენ,ან სიკვდილით სჯიდნენ.შესაბამისად,ლეღვის,ან მისგან დამზადებული ჩირის გემო,ბევრი უცხოელი მეფისთვისაც კი უცნობი იყო.მიუხედავად ამისა,საბერძნეთიდან მაინც ხორციელდებოდა ლეღვის კონტრაბანდა,თუმცა ძირითადად ჩირის სახით და ისიც საკმაოდ ძვირი ღირდა.
ერთ დღეს,სპარსეთის მეფეს ქსერქსე I-ს (ძვ.წ.აღ-ით 521-465 წლები) ქვეშევრდომებმა ბერძენთათვის ესოდენ ძვირფასი ხილისაგან დამზადებული ატიკური ლეღვის ჩირი მიართვეს,თუმცა სპარსთა მბრძანებელმა განაცხადა:
” – მე,ახლა მას პირსაც კი არ დავაკარებ,რადგან მხოლოდ მაშინ მივირთმევ,როდესაც დავეუფლები იმ მიწას,სადაც ეს ხილი ხარობს”.
მიირთვა თუ არა საბერძნეთში ქსერქსემ ლეღვი,ჩვენთვის უცნობი დარჩა,თუმცა ფაქტია,რომ სპარსთა მბრძანებელმა საბერძნეთის დასაპყრობად უმძიმესი ბრძოლა წამოიწყო.ცნობისათვის: “თერმოპილეს ბრძოლაც” ქსერქსე I-ის არმიასა და 300 სპარტელს შორის,ამ ომის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)