დიონისე I უფროსის პასუხი ვაჟიშვილს…
სირაკუზელ ტირანსა და მხედართმთავარს – დიონისე I უფროსს (ძვ.წ.აღ-ით 431-367 წლები),რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სიცილიაში მდებარე ქალაქების სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს,მოახსენეს,რომ მისმა ვაჟმა,რომლისთვისაც მამას ძალაუფლება უნდა გადაეცა,პატიოსანი ქალი შეაცდინა.დიონისე,მიღებულმა ინფორმაციამ განარისხა და საკუთარი ვაჟი სასწრაფოდ თავისთან იხმო:
- გაგიგია,როდესმე,რაიმე მსგავსი რომ ჩამედინოს? – დაუსვა ვაჟს შეკითხვა სირაკუზელმა ტირანმა.
- მაგრამ შენ არ გყოლია მამა-მბრძანებელი! – მიუგო ერთმნიშვნელოვნად ვაჟიშვილმა.
დიონისე წამით ჩაფიქრდა და ასევე ერთმნიშვნელოვნადვე მიუგო მას:
- ჰოდა,გონს თუ არ მოეგები,არც შენ გეყოლება შვილი-მბრძანებელი! – და მასთან საუბარი შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)