დიონისე II უმცროსის გონივრული პასუხი…

ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ სირაკუზელი ტირანი - დიონისე II უმცროსი (ძვ.წ.აღ-ით 397-337 წლები) ფილოსოფიის დიდი მოყვარული გახლდათ.განსაკუთრებით კი იგი გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს პლატონს სცემდა თაყვანს. ძვ.წ.აღ-ით 344 წელს დიონისე ტახტიდან ჩამოაგდეს და კორინთოში გააძევეს.მას,ფილოსოფიისადმი სიყვარული არც ამის შემდეგ განელებია და კვლავაც აქტიურად განაგრძობდა რიგი ფილოსოფიური სწავლებების დაუფლებას.რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,გაღატაკებული დიონისე,რომელიც ქუჩაში ხეტიალით შოულობდა სარჩოს,მორიგი ასეთი გასვლისას კორინთოელმა მოქალაქეებმა გააჩერეს და გაკვირვებულებმა ჰკითხეს,თუ რით დაეხმარა ბეჩავს ფილოსოფია და პლატონი,რომელთაც იგი ასე აღმერთებდა.

” – იმით,რომ ასე იოლად ვიტან ბედის ამ სიმუხთლესო”, – უპასუხა ერთ დროს უდიდესი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მქონე დიონისემ და ჩაფიქრებულმა,კვლავაც გზა განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>