მეფეები და მხედართმთავრები ამბობდნენ…
1. “ვისაც საკუთარი თავისთვის არ სურს სიკეთე,ის უნდა ვაიძულოთ,რომ სხვებისთვის აკეთოს სიკეთე; ხოლო განმგებლობის ღირსი არ არის ის,ვინც განსაგებელზე უკეთესი არ არის”. – კიროს I ანშანელი (სპარსეთის მეფე)
2. “მთავარსარდალი თავს კი არა,საკუთარ მოქალაქეებს უნდა უფრთხილდებოდეს”. – პელოპიდასი (ძველი ბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი) – (გენია.ჯი)
3. “იქ,სადაც ლომის ტყავი არ გამოდგება,მელიის ტყავი უნდა ჩაიცვა”. – ლისანდროსი (სპარტელი სტრატეგოსი)
4. “დამარტყი,ოღონდ შეისმინე!” – თემისტოკლე (ათენელი სტრატეგოსი და პოლიტიკური მოღვაწე)
5. “ასეთია მეფეთა ხვედრი – აკეთოს კარგი,ხოლო აუგი მოისმინოს”. – ალექსანდრე მაკედონელი
6. “ბრძოლის ველზე და საფრთხის პირისპის უფრო გონიერი ვხვდები”. – დარიოს I (სპარსეთის მეფე)
7. “თუკი ვინმეს სურს გულახდილად ესაუბროს მეფეს,მან აბრეშუმის სიტყვები უნდა მონახოს”. – პარისატისი (სპარსეთის მეფის არტაქსერქსე II-ს დედა)
8. “თუ უქმად ვარ და არ ვიბრძვი,მეჯინიბეზე უკეთესად თავს არ მივიჩნევ”. – ტერესი (თრაკიელი ხალხის – ოდრისების მეფე და სიტალკოსის მამა)
9. “ერთნაირად ცუდად იქცევა ის,ვინც საიდუმლოს გათქვამს და ისიც,ვინც ისმენს,რადგანაც ჩვენთვის საძულველია არა მხოლოდ ის,ვინც ამბობს,არამედ ისიც,ვინც ისმენს იმას,რაც ჩვენ არ მოგვწონს”. – ჰიერონი (სირაკუზელი ტირანი) – (ავტორი გენია.ჯი)
10. “სახელმწიფოს კანონების შეცვლა შემიძლია,ბუნების კანონებისა კი – არა”. – დიონისე I უფროსი (სირაკუზელი ტირანი)