ანტაგორას როდოსელის პასუხი – ანტიგონე I ცალთვალას…

ალექსანდრე მაკედონელის არმიის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა და ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მცირე აზიის ნაწილის მეფემ – ანტიგონე I ცალთვალამ (ძვ.წ.აღ-ით 382-301 წლები),დაინახა თუ არა როგორ იწვავდა გველთევზას თავისთვის დიდი ძველბერძენი პოეტი – ანტაგორას როდოსელი (ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეები),უმალვე მასთან მივიდა და ირონიით სავსე კილოთი ჰკითხა: 

- როგორ გგონია,ანტაგორას,როდესაც ჰომეროსი აგამემნონის საბრძოლო დიდების ამბებს აღწერდა,განა იწვავდა-კი იგი გველთევზებს?

- როგორ გგონია,მბრძანებელო,როდესაც აგამემნონი დიდების მოსახვეჭად იბრძოდა,აინტერესებდა-კი მას,თუ ვინ იწვავდა მის ბანაკში გველთევზებს? – კითხითვე უპასუხა გონიერმა პოეტმა მბრძანებელს და ტაფაზე დაყრილი გველთევზების შეწვა განაგრძო,ხოლო ანტიგონე ისე გაშორდა ანტაგორას,რომ მისთვის საპასუხო შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>