რამდენიმე ფაქტი იაპონიის შესახებ…
1. როგორც რიგი იაპონური ისტორიული წყარო მოწმობენ,აღმოსავლეთ აზიაში მდებარე უნიკალური კულტურის მქონე კუნძულოვან ქვეყანას – იაპონიას,პირველად – “ამომავალი მზის ქვეყანა”,ამავე ქვეყნის იმპერატორმა – სიოტუკომ (ნამდვილი სახელი – უმაიადო – 574-622 წლები) უწოდა.გარდა ამისა,მის სახელთან ასოცირდება პირველი იაპონური საკანონმდებლო დებულების,იგივე კონსტიტუციის,სახელწოდებით – “მეჩვიდმედე სტატიის კონსტიტუციის” მიღებაც,რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული გახლდათ ბუდისტურ და კონფუციანისტურ იდეოლოგიაზე.
2. ჩინური მაგალითის მიხედვით,იაპონიაში ყოველი იმპერატორისათვის ახალი დევიზების მიცემის სისტემა დანერგილ იქნა VII საუკუნეში იაპონიის იმპერატორის – კოტოკუს (596-654 წლები) მიერ.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ სწორედ ამავე დევიზების მიხედვით იწარმოება ტრადიციული იაპონური კალენდარი.თითოეული დევიზი,რომელიც სიმბოლურად ამა თუ იმ იმპერატორის მმართველობის პერიოდს აღნიშნავს,შესაძლებელია რამდენჯერმე შეიცვალოს და ეს იმ შემთხვევაში ხდება,თუ ამ დევიზის დომინირებისას ქვეყანას თავს რაიმე უბედურება დაატყდება (ან შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენა მოხდეს).იაპონელები მიიჩნევდნენ,რომ ქვეყანაში დატრიალებული უარყოფითი მოვლენები გამოწვეული იყო იმით,რომ ღმერთი კმაყოფილი არ გახლდათ არჩეული დევიზით,რის გამოც მას ახალი დევიზით სცვლიდნენ.მაგალითად,იაპონიის იმპერატორის გო-დაიგოს (1288-1339 წლები) მმართველობის 21 წლის განმავლობაში,საიმპერატორო დევიზი 8-ჯერ იქნა შეცვლილი.თანამედროვე იაპონიის იმპერატორის – აკიჰიტოს დევიზი კი გახლავთ: “მშვიდობა და სიმშვიდე”. (ავტორი გენია.ჯი)
3. იაპონიის იმპერატორის გადრდაცვალების შემთხვევაში,აწ გარდაცვლილს ენიჭება ახალი სახელი (“ოკურინა”),რომელმაც მოკლედ უნდა დაახასიათოს გარდაცვლილი იაპონიის იმპერატორის მმართველობა.ასეთი წესი სათავეს VII საუკუნიდან იღებს და ისიც ჩინური მაგალითის მიხედვით იქნა გადმოღებული.თავდაპირველად აწ გარდაცვლილ იმპერატორებს საკმაოდ გრძელი სიკვდილის შემდგომი სახელები ერქმეოდათ,თუმცა შემდგომ საუკუნეებში შეკვეცილ იქნა.
4. იაპონიაში ყოველი სასწავლო წელი გაზაფხულის შუა პერიოდში,კერძოდ – 6 აპრილს იწყება და ეს ის პერიოდია,როდესაც ჰყვავის მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი იაპონური დეკორატიული ალუბლის მცენარე – საკურა.
5. მიუხედავად იმისა,რომ იაპონიაში “სამურაის ღირსების კოდექსი” ძალაში აღარ არის,იაპონელი სახელმწიფო მოღვაწეები მას მაინც ძალინ დიდ პატივს სცემს.სწორედ ეს არის მიზეზი იმისა,ომ იაპონელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი თუკი წინასაარჩევნოდ გაცემულ პირობებს ვერ შეასრულებს,რაოდენ მაღალი თანამდებობაც არ უნდა ეკავოს,ტოვებს პოსტს.
6. იაპონიაში სულ სამი სახის დამწერლობა გამოიყენება.პირველი გახლავთ – “კანჯი”,რომელშიც გამოყენებული იეროგლიფების დიდი ნაწილი ჩინურიდან არის ნასესხები; მეორე – “კატაკანა”,რომელიც წარმოადგენს იაპონური ანბანის ერთ-ერთ გრაფიკულ ფორმას (ორიდან) და სადაც თითოეული ასო ომონიმური იეროგლიფის გრაფიკული შემოკლებაა.აღნიშნული ანბანით “ამომავალი მზის ქვეყანაში გამოდის საბავშვო წიგნები.მესამე კი გახლავთ – “ჰირაგანა”,რომელიც თავის მხრივ მარცვლოვანი დამწერლობაა. (ავტორი გენია.ჯი)
7. მიუხედავად იმისა,რომ იაპონელებს არ შეგვიძლია ვუწოდოთ ღრმად რელიგიურები,ისინი სინტოისტურ და ბუდისტურ (იაპონიაში გაბატონებული ორი რელიგია) ტაძრებში მაინც ხშირად დადიან და ეს მატთვის ერთგვარი ტრადიციაა.
8. იაპონელებს,სულ – 18 ნობელის პრემიის მფლობელი ჰყავთ.
9. იაპონელები ჩაის კულტურას უკვე 1 200 წელიწადზე მეტია უდიდეს პატივს მიაგებენ და მათი დამზადების გასაოცარ წესებსაც ფლობენ.შესაბამისად,ქვეყანაში ძალიან ბევრი ჩაის სახლებია გახსნილი,რის გამოც მას ხუმრობით – “ჩაის სახლების ქვეყანას” უწოდებენ.
10. იაპონურ ენაზე – “კარაოკე” – “ცარიელ ორკესტრს” აღნიშნავს.